შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავა
02-07-2015, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 1984 წელს დაბადებული უკადდამ ტ. და გონიოს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოათავსა. შემდეგ უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში. დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით ათი ათას დოლარამდე თანხას მოიცავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, ამავე დროს დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა. ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცველებისთვის 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ ამა წლის თებერვალში დილრაბო ა-მ. უკადდამ ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და საქმეზე მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების შედეგად სამართალდამცველებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს.


გამოძიება დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი