სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ჩემპიონები ხუთ სახეობაში გამოვლინდებიან
08-02-2014, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშებზე - "სოჭი 2014," დღეს, მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება. ჩემპიონები, ციგურაობაში, მთის თხილამურობაში, ბიატლონში, ფრისტაილსა და სნოუბორდისტთა შეჯიბრებაში გამოვლინდებიან.

 

"სოჭი 2014"-ის ოქროს მედლის წონა 531 გრამია, საიდანაც 525 გრამი ვერცხლია, 6 გრამი კი ოქრო.

 

 

ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები - "სოჭი 2014," გუშინ საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში, რომელიც 150 წუთს გაგრძელდა, 4700 მოხალისე მონაწილეობდა. წარმოდგენა წინ უსწრებდა ოლიმპიური ცეცხლის დანთებას და რუსეთის ისტორიას ასახავდა, რომელიც კლასიკოსი მწერლების და სახელგანთქმული კომპოზიტორების შემოქმედებაზე იყო დაფუძნებული. რუსეთის პოლიტიკური ელიტის გარდა ფიშტის სტადიონზე საპატიო სტუმართა შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, სოკ-ის მაღალჩინოსნები და რამდენიმე ქვეყნის ლიდერები იყვნენ.

 

 

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური გახლდათ. გახსნის საზეიმო ცერემონიალში მასთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სოჭში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, სოკ-ის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე, სპორტსმენები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ.

 

 

ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე ჩოგბურთელმა, ლონდონის 2012 წლის თამაშების ვერცხლის მედალოსანმა მარია შარაპოვამ შემოიტანა, რომელმაც ჩირაღდანი ჭოკით მხტომელ ელენა ისინბაევას გადასცა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ბოლო ნაწილში ასევე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ალექსანდრ კარელინი და ახლო წარსულში ტიტულიანი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა მონაწილეობდნენ. საბოლოოდ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულმა სპორტსმენებმა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების 3-3-გზის ჩემპიონებმა ირინა როდნინამ (ფიგურული სრიალი) და ვლადისლავ ტრეტიაკმა (ჰოკეი) დაანთეს.

 

 

"სოჭში 2014"-ზე 88 ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ. ეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდია. ოთხი წლის წინ, ვანკუვერში, 82 ქვეყნის ათლეტებმა სცადეს მედლების მოპოვება. XXII "თეთრ ოლიმპიადაზე" ყველაზე მეტი მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჰყავს - 230 სპორტსმენი. თამაშების მასპინძელი რუსეთის გუნდი 225 წევრით მეორეა, კანადა კი მესამე - 220 წევრით.

 

 

სოჭი, 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სპორტის 15 სახეობაში 98 შეჯიბრებას უმასპინძლებს.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/36747-sotcis-olimpiur-thamashebze-dghes-chempionebi-khuth-sakheobashi-gamovlindebian.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი