კარასინი: რუსეთისთვის ისტორიული აქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს
11-07-2015, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთისთვის ისტორიული აქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

 

 

"მაშინ ახალმა ხელისუფლებამ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მზადყოფნა გამოთქვა, გადაედგა ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის "მონდომებით" გადაიზარდა ძალიან ღრმა კრიზისში. დიალოგის დაწყებისას კარგად გვესმოდა, რომ თითოეულ მხარეს გააჩნია საკუთარი "წითელი ხაზები". რუსეთისთვის ისტორიული აქტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს. თბილისი არ არის მზად გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ", - აღნიშნა კარასინმა.

 

 

მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის თემების მხრივ არჩეულია ის სფეროები, რომლებშიც ვითარების ნორმალიზება შესაძლებელი იყო - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები.

 

 

კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა 15 ივლისს არის დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 2
#2   badri gogia
      
კერასინი არის პოტენციური გვამი. მისი ბელადებიც. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ შემდგომმა რუსულმა ხელისუფლებამ კი არა, თავად ამათ გააუქმონ აფხაზეთ-სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობების" ცნობა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აფხაზეთის რეალური დაბრუნების ა და ბ გეგმებს შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ჭკუით, ქართული და არა ამერიკული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
24 ივლისი 2015 14:16
#1   shalva
      
რუსეთ ამერიკის ომი
რუსეთ ამერიკის ომი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, როგორც ფარულად ასევე ღიათ. Eეს იყო როგორც ვიეტნამში ასევე ავღანეთში და სხვა ქვეყნებში, ეს ორი ქვეყანა თავისი სამხედრო რეალიზებას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებში რის გამოც იღუპება და ნადგურდება, როგორც მოსახლეობა ასევე მათი ეკონომიკა, იკარგება ტერიტორიები, იქმნება შუღლი ერთად მცხოვრები ადამიანებისა, რომლებიც წლებისა და საუკუნეების მანძილზე თანაცხოვრებით ერს ამრავლებდნენ და ქმნიდნენ ერთობლივ ძალას, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და ერის გამრავლებას უწყობდა ხელს, საქართველოც ამ ორი ქვეყნის მსხვერპლს წარმოადგენს, მათი გავლენა მოსახლეობაზე ქმნიდა დიდ დაპირისპირებას, როგორც აფხაზ ისე ოს ეროვნებას შორის, საქართველოში კომფლიკტური მდგომარეობის გაღვივება ადვილად მიმდინარეობდა გაღარიბებულ მოსახლეობას შორის, ერთპიროვნულმა მმართველობამ დაძაბა ურთიერთობა საქართველოში.
ნორმალურად მოაზროვნე ხელისუფლების წარმომადგენლები არ წამოეგებოდნენ მათ მიერ გადმოგდებულ ანკესზე და არ დახოცავდნენ არც ქართველ და არც ოს მოსახლეობას. Aარადა ჩემი ჩართვა მმართველობით სტრუქტურებში საშვალებას მომცემდა გამომენახა გზები კონფლიკტური მდგომარეობის მოსაგვარებლად, იმის დაასმტკიცებლად მსოფლიოსათვის, რომ რუსი აგრესორია არ იყო საჭირო ამდენი ხალხის ხოცვა განადგურება, არ იყო საჭირო იმ ტერიტორიების დაკარგვა და შემდეგ ძახილი რუსი აგრესორები გვებრძვიან დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებასო, ჩვენ კარგად ვიცით თუ რა დემოკრატიული გზით ჩატარდა არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო ასევე საპარლამენტო და თუ როგორ გაიმარჯა დღევანდელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა და როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როგორ ახორციელებდნენ აგრესიას თავისი მოსახლეობის მიმართ, როგორ უნგრევდნენ ბიზნესს, როგორ სცემდნენ და ასახლებდნენ თავიანთი სახლებიდან, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა, შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული წესით არჩევნების ჩატარებას და დაანახვებს მთელს მსოფლიოს თუ როგორ შეიძლება პოლიტიკაში მოვიდნენ ის ადამიანები რომლების შეძლებენ ქვეყნის განვითარებას და გაერთიანებას იმ დაკარგული ტერიტორიების, რომლებიც დაკარგა როგორც წინა ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების გაჯიუტება, პოზიციების არ დათმობა უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს, უფრო დაიძაბება მდგომარეობა საქართველოში და შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლების ლიკვიდაციაც მოხდეს და ამ კრიზისიდან და არეულობიდან ვერანაირი ძალისხმევით ვეღარ გამოვალთ, სამწუხაროთ მე ადრეც ვაფრთხილებდი მოსახლეობას მაგრამ მათმა უყურადღებობამ, ჩემი სიტყვების იგნორირებამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველოს მოსახლეობა, ვფიქრობ დღეს მაინც გამოინახება დრო და მასმედიის საშვალებით ხმას მივაწვდენ საღად მოაზროვნე ადამიანებს, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლო ადამიანებს გადარჩენა და იმ ადკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღევანდელმა უუნარო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს, ვფიქრობ დღეს კრიზისიდან გამოსვლა იმ საღად მოაზროვნე ადამიანების გადასაწყვეტია, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და იბრძოლებენ ქვეყნისა და ერის გადასარჩენათ.


შალვა ცერცვაძე
890-45-02-85
E-მაილ:cercvadze.narod.ru

3.09.2008 წ
12 ივლისი 2015 03:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი