გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში ბრუნდებიან - ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს, სააკაშვილი კი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს
06-12-2018, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს და საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება მის მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო.

 


როგორც ვაშაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ უთხრა, პეტრო პოროშენკოსთვის რამდენიმე წელია მუშაობს და ამაში ახალი არაფერია.

 


„ცოტა მიკვირს, ეს ინფორმაცია ახლა რომ გავრცელდა. მე პოროშენკოსთან ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. ანტიკორუფციული სასამართლოდან დაწყებული, ანტიკორუფციული ბიურო, ყველა ეს ჩვენი შემუშავებული პროექტია. ახალი რა არის ამაში, ვერ ვხვდები. საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება ჩემს მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო ამ არჩევნებში. ყოველ კვირაში დავდივარ უკრაინაში, დღეს დავბრუნდი, გუშინ წინ გავფრინდი. ყოველ კვირაში დავფრინავ უკვე სამი წელია“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაშიც „ჰიპერაქტიური“ იქნება.

 


„საქართველო არის ჩემთვის ნომერ პირველი მიზანი, ეს უნდა იცოდეს ყველამ“, აღნიშნა მან.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც პეტრო პოროშენკოს დაუძინებელი ოპონენტია, უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 


მიხეილ სააკაშვილი გადაცემას „ჯოკერი“, რომელიც ეთერში 7 დეკემბრიდან გავა, ტელეკომპანია Zik-ის ეთერში წაიყვანს.

 


გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“.

 

კომენტარები: 4
#4   Waldo
      
Hello! I realize this is kind of off-topic but I had to ask.
Does managing a well-established blog such as yours take a massive
amount work? I am brand new to operating a blog but I do write in my diary everyday.
I'd like to start a blog so I will be able to share my own experience
and thoughts online. Please let me know if you
have any kind of suggestions or tips for brand new aspiring bloggers.
Thankyou!

my web site: Zella
5 ნოემბერი 2021 05:12
#3   Iola
      
Just wish to say your article is as amazing. The clarity
in your post is just cool and i could assume you're an expert on this subject.
Well with your permission let me to grab your RSS feed to keep
up to date with forthcoming post. Thanks a million and please continue the enjoyable
work.

my blog Franklyn
3 ნოემბერი 2021 04:27
#2   Thelma
      
I am actually thankful to the owner of this website who has shared this wonderful article at at this time.


Feel free to surf to my site ... Penney
30 ოქტომბერი 2021 03:41
#1   Zoro
      
ეს თუ მართალია საწყალი პოროჰენკო! სააკაშვილი რას უზამს ხომ აზრზე ხარ? ანუ ჩათვალეთ პოროშენკოს ვაშაძის სახით ეყოლება - კრემლისტი სააკაშვილის და მისი გამზრდელი ბიძის KGB-ს მოქმედი გენერლის თუმურა ალასანიას აგენტი :)) ეს უკრაინელები ვერ არიან რა - პოროშენკოს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება საკუთარ შტაბში...
6 დეკემბერი 2018 05:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი