თინა ხიდაშელი: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს
13-07-2015, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.


როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული.


"ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება. ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - განაცხადა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.


"ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი