გურამ ადამაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბანერების აღმართვას რეგიონში დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელ ფაქტად აღიქვამს
16-07-2015, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ა.წ. 10 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბანერების აღმართვის ფაქტს გმობს და აღნიშნული მიმართულებით რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელ ფაქტად აღიქვამს.


ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, რომლის გაგრძელებაცაა 10 ივლისს მომხდარი ფაქტიც, ირღვევა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ და რომელთა სახნავ-სათესი მიწები თუ საძოვრებიც რუსების მიერ გავლებული საზღვრების მიღმა რჩება.
 

გურამ ადამაშვილის თქმით,  ვითარება მწვავეა, თუმცა უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების ძალისხმევით პრობლემის მოგვარება და არცერთ ვარიანტში არ იფიქროს სამხედრო კონფრონტაციის გზით საკითხის გადაწყვეტა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს, რომლის მემკვიდრეობიდან გამომდინარეც დგას სწორედ დღევანდელი პრობლემები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი