„ქართული მისია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
17-07-2015, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს „ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა გიორგი ზარნაძემ და არჩილ შველიძემ. განცხადება ეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ გაგიკ კარსლიანის ბრალდებებს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა საინფორმაციო გვერდ www.guardian.ge -სა და www.tvfree.ge-ზე.


გაგიკ კარსლიანი თავის ინტერვიუში აცხადებს, რომ თითქოსდა „ქართული მისიის" წევრები და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი მას აშანტაჟებდა და სძალავდა 50 000 აშშ დოლარს. მისი განცხადებით, „ქართული მისია" და გიორგი კორკოტაშვილი სპეციალურად „აგორებენ" ე.წ შავ პიარს გამგებლის წინააღმდეგ.


„მსურს საზოგადოებას „ქართული მისიის" სახელით მოვახსენო, რომ „ქართული მისიის" დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი და ორგანიზაციის გამგეობის არცერთი წევრი პირადად არ იცნობს გაგიკ კარსლიანს. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ზ/ა პიროვნებასთან „ქართული მისიის" დამფუძნებელს გიორგი კორკოტაშვილს და ორგანიზაციის გამგეობის სხვა წევრებს არასოდეს არანაირი სახის საქმიანი ურთიერთობაც კი არ ჰქონია. გაგიკ კარსლიანის განცხადება არის უსაფუძვლო და არ ემყარება არანაირ მტკიცებულებებს. ბატონ გაგიკს მოვუწოდებთ, უახლოეს დღეებში წარმოადგინოს მისი საჯარო ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან/და საჯაროდ აღიაროს ცრუ ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გავრცელება. „ქართული მისია" ბოლომდე იბრძოლებს სამართლის დასადგენად და არავის აპატიებს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობას. იმ შემთხვევაში, თუ გაგიკ კარსლიანი საჯაროდ არ გამოაქვეყნებს მისი ბრალდებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ან/და განცხადებით არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა აღძრულ იქნას სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის მუხლით, „ქართული მისია" თავად მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ასევე დაიწყებს სასარჩელო წარმოებას სამოქალაქო სამართლებრივი დავის სახით. „ქართული მისიის" გამგეობა გულწრფელად მოუწოდებს სოფელ ხოჯაბეკის კოლმეურნეობის ყოფილ ბრიგადირ გაგიკ კარსლიანს, გონივრულ ვადაში მოიხადოს საჯაროდ წერილობითი ბოდიში ან/და დოკუმენტურად ან სხვა მატერიალური თუ ზეპირი მტკიცებულების სახით დაასაბუთოს მის მიერ გამოთქმული ბრალდებები. ცუდი მეხსიერების გამო ასევე მსურს ვურჩიო ბატონ გაგიკს, იქონიოს ჩანაწერების წიგნი, რათა შემდგომში, თუ იგი კვლავ ვერ მოახერხებს „ქართული მისიის" სხვა გამომძალველ წევრთა გვარების დამახსოვრებას, მოახდინოს გვარების ჩაწერა, რათა თავისუფლად შეძლოს უფრო დამაჯერებელი ინტერვიუს მიცემა", - აცხადებს „ქართული მისიის" გამგეობის წევრი გიორგი ზარნაძე.



წყარო: reportiori.ge

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი