დავით ნარმანიამ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გახსნა
18-07-2015, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გახსნა.

 

 

არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპლექსი თბილისის მერიის დაფინანსებით გაიხსნა, ინიციატივა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის.

 

 

დავით ნარმანიამ, შეკრებილ სახზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩისა და მისი სახელობის მონუმენტის გახსნა ქართველი და აფხაზის ხალხის ურთიერთობის სიმბოლოა.

 

 

„არზაყან ემუხვარი იყო შესანიშნავი დამსახურების მქონე ადამიანი, პატრიოტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავისებური დიდი კვალი დატოვა. დიდი საქმე გააკეთა აფხაზეთში და სწორედ ამიტომ ამ ადგილს, ამ ქუჩას ეწოდა მისი სახელი და გაიხსნა მისი სახელობის მონუმენტი, რაც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის სიმბოლოა, რაც არის სიმბოლო იმისა, რომ ასეთი გმირი ადამიანები ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და მოვიგონოთ. როგორც კი აფხაზეთის მთავრობიდან თბილისის მერიაში შესაბამისი წინადადება შემოვიდა ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილეთ ის და მივეცით შესაბამისი მსვლელობა. მეამაყება, რომ ჩვენი მოკრძალებული წვრილი შევიტანეთ ამ საქმეში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართეს. მათ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არზაყან ემუხვარის მიერ შეტანილ წვრილზე ისაუბრეს.

 

 

„არზაყან ემუხვარი ერთ-ერთი ის პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში მონაწილებდა . მან თავისი ხელმოწერა დატოვა იმ დამოუკიდებლობის აქტზე , რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, ამიტომ მადლობა ყველას ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო. ბატონ პრემიერს, ბატონ მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა ძალიან ბევრს ადამიანს“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 


მონუმენტის გახსნას არზაყან ემუხვარის შთამომავლებიც დაესწრნენ.

 

 

„დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მონაწილება მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან არზაყან ემუხვარს ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ქართულ აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. მე ვამყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ“,- განაცხადა არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

 

 

არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპოზიციის ავტორი აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაიაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი