სპექტაკლი ფსიქოდრამა, რომელიც გმირების ჭეშმარიტ აზრებს ავლენს
20-07-2015, 00:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული თეატრების ფესტივალის მეოთხე დღე პოლონეთის Teatr nowy w zabrzu სპექტაკლმა TOP DOGS (ტოპ ძაღლები) დახურა. სპექტაკლის რეჟისორი გჟეგოჟ კემპინსკია, მხატვარი ბარბარა ვოლოსიუკი, ქორეოგრაფი კატარჟინა ალექსანდერ-კმიეცი, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი მარჩინ მიულერი.


1996 წლის მოვლენად ქცეული შვეიცარიელი მწერლის ურს ვიდმერის ნაწარმოების TOP DOGS-ის მიხედვით დადგმული წარმოდგენა სეზონის საუკეთესო გერმანულენოვან სპექტაკლად აღიარეს.

 


მისი გმირები მენეჯმენტის ყოფილი ვარსკვლავები არიან. ისინი სამსახურებიდან მაშინ დაითხოვეს, როდესაც კარიერის მწვერვალზე იყვნენ. იმისათვის, რომ დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა, მოხვდებიან სპეციალურ VIP დასაქმების სააგენტოში, რომელშიც ხორციელდება საგანგებო, სტრესის შესაკავებელი თერაპიული ღონისძიებები, მაგრამ პირველ რიგში, ისეთი, რომელიც მათ ახალ, მომგებიან სამუშაოს აპოვნინებთ. სპექტაკლი – ფსიქოდრამა ავლენს გმირების ჭეშმარიტ აზრებს, აჩვენებს, როგორია დამცირებისა და ხელის კვრის გრძნობა, რომელიც კარიერის განადგურებას ახლავს. ასევე იძლევა იმის გაცნობიერების საშუალებას, თუ როგორი ტყუილისა და ილუზიების გარემოცვაში ცხოვრობდნენ ისინი აქამდე.


შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი კი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია. ფესტივალი „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალმა მაყურებლის და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ყოველ საღამოს, გრიგოლეთში, სასტუმრო „ლაშთანში“ სხვადსხვა სახის ღონისძიებები იმართება, მათ შორის მუსიკალური საღამოები, რაც ერთგვარი დაახლოების და ურთიერთობის გაღრმავების საშუალებაა მოწვეული თეატრებისთვის.

 


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი