ჯონდი ბაღათურია: ელექტროენერგიის ტარიფის 30%-ით ზრდის საკითხი განიხილება
20-07-2015, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს. როგორც ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 22 ივლისს სხდომას მართავს, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის 30%-ით ზრდის საკითხი განიხილება.


მისივე თქმით, ტარიფის ზრდის შეჩერება მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული, რადგან, მისივე მტკიცებით, ტარიფების ზრდას პირადად ენერგეტიკის მინისტრი და მისი გარემოცვა ლობირებს. ჯონდი ბაღათურია ტარიფების გაძვირების საკითხს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბიზნესინტერესებს უკავშირებს.


„ოთხშაბათს, 22 ივლისს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომა ტარდება, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფის 30% -ით გაძვირებასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების განაცხადს განიხილავს. ნაცვლად შეპირებული განახევრებისა, ტარიფი 25 თეთრამდე იზრდება. ტარიფის ზრდას არანაირი სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ კახა კალაძეს ენერგეტიკაში კომერციული ინტერესები აქვს. პირადად კალაძე, მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც მან ენერგეტიკის ბიზნესიდან გადმოიყვანა, ასევე „თბილგაზის“ სპეციალური მმართველი გიორგი ბენაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის ბიზნესიდან გადმოიყვანა, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე ტარიფების ზრდას ლობირებენ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ისინი უხეშად არღვევნ კანონს კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ოთხშაბათს, 11 საათზე მიცკევიჩის 19 ნომერში, სადაც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაა, ვიკრიბებით ყველანი. მობრძანდით და დაიცავით თქვენი უფლებები. სომხებმა ძალიან კარგად დაიცვეს თავიანთი სოციალური ინტერესები და აიძულეს ხელისუფლება, ტარიფების ზრდა გაეუქმებინა, შესაბამისად, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ არანაკლები სიმტკიცე და საკუთარი ღირსების განცდა“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი