დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კახა მამულაშვილს თავდებში უდგება
21-07-2015, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულ კახა მამულაშვილს თავდებში უდგება და მიზეზებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განმარტავს.


განაჩენის გამოტანის შემდეგ დეპუტატი პრეზიდენტთან არსებული კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვას აპირებს.


„მე ვერ ვიტან ნარკომანიას. მე არ ვმეგობრობ ნარკომანებთან და ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკების მოხმარების კატეგორიული წინააღმდეგი.


მიუხედავად ამისა, ვიცი, ბევრი შეცდომად ჩამითვლის და ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მე მზად ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად ვუშუამდგომლო ამ კაცს კანონის სრული დაცვით მისი სასჯელის შემსუბუქებაზე. ამას ადვოკატებიც ხომ აკეთებენ პროცესზე.? მე არ ვერევი არანაირ პროცესში. ღმერთმა დამიფაროს. იმედი მაქვს, რომ განაჩენის გამოტანის მერე, კანონის სრული დაცვით პრეზიდენტთან არსებულ კომისიას შუამდგომლობით მივმართავ.


ასეთით სარგებლობის უფლება ყველას აქვს. ახლა ავხსნი მარტივად, რატომ გავაკეთებ ამას. ამას უპირველესად იმიტომ გავაკეთებ, რომ კახი აღიარებს დანაშაულს და რადგანაც, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად და ძალიან დიდი ხანია, მჯერა მისი და ვენდობი, რომ სიტყვას შეასრულებს და ეს მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება. მეორე: არ შემიძლია გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს ხელი არ გავუწოდო. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ახლოს იცნობს მამულიჩას და არ უყვარდეს იგი… პირადად რომ არ ვიცნობდე, ამას არ გავაკეთებდი არცერთ შემთხვევაში.


ვისაც ჩემი პოსტი აღაშფოთებს, მათ ვთხოვ- ნუ მივაწებებთ პოლიტიკურ იარლიყებს ნურც მამულიჩას და ნურც მის საქმეს. მამულიჩა პოლიტიკისგან ნამდვილად შორს იყო ყოველთვის. თუ იგი ყველა დროში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ – ეს მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს. ძალიან გთხოვთ, “ჭკუის სწავლებისგან” თავი შეიკავეთ. გაუაზრებლად არ ვწერ, რასაც ვწერ. მე ასე მიმაჩნია. საბოლოოდ კი ისევ გავიმეორებ – კატეგორიულად ვერ ვიტან ნარკომანიას და ამ სენის გამო მეგობრები მყავს დაკარგული. რასაც ვწერ – ამას ვაპირებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრალდებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები”,-წერს კვაჭანტირაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი