შალვა ნათელაშვილი: გუშინდელი დღე ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ევროპული სირცხვილი - გარედან მაყურებელი დაასკვნიდა, რომ ჩვენ უძველესი ცივილიზაცია კი არა ვართ, არამედ სულ ახლახანს ჩამოვედით ხიდან
11-02-2019, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას და აღნიშნულ შეხვედრამდე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

 

„გუშინდელი დღე ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ევროპული სირცხვილი. ვერც მასში მონაწილე პარტიებმა და ვერც ქვეყანამ ვერანაირი სიკეთე ვერ წამოიღო ბელგიიდან.

 

 

გარედან მაყურებელი დაასკვნიდა, რომ ჩვენ უძველესი ცივილიზაცია კი არა ვართ, არამედ სულ ახლახანს ჩამოვედით ხიდან. თეოლოგიური წრეები იფიქრებდნენ, რომ ჩვენ ქრისტიანები კი არა კერპთაყვანისმცემელნი ვართ, ვიგონებთ მიწიერ ღმერთებს, მერე ვამსხვრევთ, შემდგომ ისევ სულს ვუდგავთ ან ნამსხვრევების კიდევ უფრო დაქუცმაცებით ვიკმაყოფილებთ "ბიბლიურ' მისიას. .... და რაც არანაკლებ საყურადღებოა - ევროპული ამ პიარ-მარაზმის პროდიუსერი გახლავთ 9 აპრილის ჯალათი, რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი ადგილობრივი რეზიდენტი, ივანიშვილის იდეოლოგიური საჭურისი - ნუგზარ ფოფხაძე, რომელმაც ამჯერადაც რამდენიმე მილიონს გამოკრა ხელი", წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი