მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კომენტარი მიუნხენში გააკეთა: „ძალიან ცუდია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ანაკლიის პორტთან“
17-02-2019, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ანაკლიის პორტთან“.

 


მან ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუკი „ვინმეს აქვს ამ საკითხთან პრეტენზია, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები“.

 


„სამწუხაროდ, ჩენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. „თიბისი ბანკი“ გახლავთ სისტემური მნიშვნელობის ბანკი, „თიბისი ბანკი“ არის ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკის წარმატება, რომ „თიბისი ბანკი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და რა თქმა უნდა, ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმიენთ პოლიტიკური სპეკულაცია ამ საკითხებზე. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე შინაარსობრივ შეფასებას ამისას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ვიცი ერთი - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია.

 

 

 


„თიბისი ბანკი“ გახლავთ სისტემური ბანკი, ძლიერი ბანკი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს გახლავთ ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და ამას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს ამ საკითხთან პრეტენზია, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს. მით უმეტეს, ძალიან ცუდია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ანაკლიის პორტთან. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უმნიშვნელოვანესი იდეის და ჩვენ, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორც მთავრობა, აქტიურად ვმონაწილეობთ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ფორმირება და დაიწყოს დაფინასება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, ჩვენ შევძელით ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ფაქტობრივად ანაკლია და მიმდინარეობს განხილვა მისი დაფინანსების, შესაბამისად, ამის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, გახლავთ სრული უპასუხისმგებლობა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ის“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი