ხონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს
21-07-2015, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა - რეაბილიტაცია დაწყებულია. ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის მოასფალტების სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა. ჯემალ მებუკე მეგზევეებსა და პროექტზე დასაქმებულ ადგილობრივებს გაესაუბრა.

 

 

ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიმდინარე წელს ხონში 8 პროექტი ფინანსდება. ქ ხონში ქაცარავას, თუთისანისა და გორგასლის ქუჩების მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და მიუხედავად არამდგრადი ამინდებისა, ადგილზე მუშახელი და მძიმე ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სამუსიკო, სასპორტო სკოლებსა და სპორტკომპლექსში.

 

 

 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია უტარდება სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზს, დერეფნებს, შესასვლელ ფოიეს, იცვლება ელექტრო გაყვანილობა, ხოლო სპორტკომპლექსსა და სასპორტო სკოლაში იცვლება საკანალიზაციო სისტემები, კარ- ფანჯრები, ეწყობა საშხაპეები, მსაჯთა ოთახები, მაყურებელთა ტრიბუნებზე მონტაჟდება სკამები, მოედნის ირგვლივ იგება ბეტონის მისასვლელი გზები.

 

 

წლის ბოლოს ხონის მუნიციპალიტეტში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებული იქნება. სოფლებში ძეძილეთში, ახალბედისეულსა და დედალაურში ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია. ახალი წლიდან აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები პატარები სკოლამდელ აღრზდა-განათლებას საუკეთესო, ადაპტირებულ პირობებში მიიღებენ.

 

 

გამგეობის ინფორმაციითვე, ქ. ხონში, სოლომონ მეორეს ქუჩაზე , შ.პ.ს. ,,ჯი და ჯი,, გზის გვერდითი სავალი ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

 

 

ასევე ადგილობრივი ბიუჯტით დაფინანსდა და მიმდინარეობს ვალია ბახტაძის ქუჩის გაგრძელების მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები, (220გრძ.მ), სასაფლაომდე მისასვლელი გზისა და გურამიშვილის ქუჩის მოხრეშვა.

 

 

გრძელდება გორდი- კინჩხას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დაიწყება ბეტონის გზის მშენებლობა კინჩხის ცენტრიდან ოკაცეს ჩანჩქერამდე (საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი).

 

 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები, სასაფლაოები, გარე - განათება, ამბულატორიები,სპორტული მოედნები, სკვერები, სასმელი წყლის სისტემები - ჯამში 77 პროექტი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდება. მოსახლეობის მიერ მიმდინარე წელს პრიორიტეტულად მიჩნეულ პრობლემათა მოსაგვარებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

 


როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, ტენდერები დასრულებულია, იქმნება მონიტორინგის ჯგუფები და გამარჯვებული კომპანიები სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ადგილობრივი მოსახლეობა გარდა იმისა, რომ სამუშაოებზე დასაქმდება, პროცესს სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგსაც გაუწევს.

 

 


მიმდინარე წელს, ხონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უპრეცედენტოდ დიდი თანხა, 506 466 ლარი დაიხარჯება, - აცხადებენ ხონის გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი