აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზის სრულად აღდგენა მიმდინარეობს. მთლიანად ხდება იატაკის, ჭერის, კედლების, სველი წერტილების, ფასადის განახლება და ძველი ფანჯრების ახალი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლა.
აბაშის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 212 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი შ.პ.ს. TU-KA ასრულებს.
კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში უნდა დასრულდეს. სექტემბრიდან აბაშელ სპორტსმენებს განახლებულ სპორტ-კომპლექსში ვარჯიშის საშუალება ექნებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.