ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრის ახალი 7-კმ-იანი გზა აკაკი მაჭუტაძემ და ლევან ცაბაძემ გახსნეს
22-07-2015, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.


სოფელ ხიზაბავრაში ასფალტო-ბეტონის გზის საფარი 6კმ-სა და 711 მეტრზე დაიგო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს ,,ასტორია'' ახორციელებდა.


ამ პროექტის დასრულების გამო, სოფელ ხიზაბავრის მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამს.


,,მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის მიმართ, რადგან მათ მხარდაჭერასა და ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობთ. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძესა და ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებმაც იზრუნეს სარო-ხიზაბავრის მისასვლელი გზის მოასფალტებაზე. გზის უქონლობა ჩვენთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა", - განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა ქეთევან მურადაშვილმა.


ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის თქმით, 2017 წლამდე ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს მოასფალტებული მისასვლელი გზა და 21 -ე საუკუნეში მოუწესრიგებელი გზების საკითხი არ უნდა არსებობდეს. სოფელ ხიზაბავრაში უკვე გაყვანილია ბუნებრივი გაზი და აღდგენილია სასმელი წყლის სისტემა.


სოფელ სარო-ხიზაბავრის მისასვლელი გზის მნიშვნელობაზე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.


,,მივესალმები სოფელ ხიზაბავრაში ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობის დასრულებას, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულო მოვლენაა.


კომუნისტების დროიდან დღემდე, სოფელ ხიზაბავრაში არ განხორციელებულა მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამის გამო, მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ექმნებოდა." - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.


ასპინძის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. კერძოდ, ორგორა -საყუდაბლის და ძველი- ჭობარეთის მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგება. დაბა ასპინძაში კი შიდა გზების დიდი ნაწილი მოასფალტებულია, ხოლო დარჩენილ ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის დაგება ეტაპობრივად განხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი