პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ გენერალ-ლეიტენანტ პაოლო რუგიეროსგან მადლობის წერილი მიიღო
23-07-2015, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მიერ, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მთავარი შტაბბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილისგან, გენერალ-ლეიტენანტ პაოლო რუგიეროსგან (Paolo Ruggiero) მადლობის წერილი მიიღო.


"მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქართული დანაყოფის მიმართ, რომლებიც "მტკიცე მხარდაჭერის" შტაბბინის ძალთა დაცვის ამოცანებს ასრულებენ. მათი წვლილი ავღანეთში არსებული მთავარი ბაზის დაცვასა და მხარდაჭერაში შეუფასებელია. ქართული ასეულის ჩამოსვლის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დანაყოფმა ეფექტურად გაუწია ორგანიზება ათეულობით სწავლებას და საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეული წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებს მათზე დაკისრებულ ამოცანებს კოალიციურ სარდლობასთან კოორდინაციაში. ქართული დანაყოფის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაყოფში არსებული მაღალი დისციპლინაა. კაპიტან ჯალაღონიასა და მისი ასეულის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თავდადება, ჟინი და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ამტკიცებს თქვენი ქვეყნის პოზიტიურ რეპუტაციას," - აღნიშნულია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილის პაოლო რუგიეროს წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი