ნატო გვეუბნება, – ელაპარაკეთ რუსეთს"! - უსუფაშვილმა "გახსნა ფრჩხილი" და "მოგვცა აღიარებითი ჩვენება!
23-07-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა, – ნატო-ში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, ჩვენი საქმე MAP-ის მიღების თვალსაზრისით გართულდება! – დავით უსუფაშვილი: "ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მართლა, იმიტომ, რომ მათ მუდმივად ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს"!! – ვფიქრობ, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ უსუფაშვილის ეს გზავნილი მთლიანად ცვლის იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რომელსაც უკანასკნელი წლების მანძილზე "ერთგულად იცავდა" დღევანდელი ხელისუფლება! უსუფაშვილის ამ განცხადებამდე, "ქართული ოცნების" ხელისუფლება "ნაცმოძის" ხელისუფლების დროინდელ ტაქტიკას და კლიშეებს იცავდა, როცა საკითხი ეხებოდა ნატო–საქართველო–რუსეთის თემატიკას, უსუფაშვილმა კი (ვისი შეგონებით?!), "გახსნა ფრჩხილი და ამცნო" ქართულ საზოგადოებას ის, რაზედაც წლებია ვსაუბრობთ ზოგიერთები და ჯიუტად არ გვისმენენ!..

 

 

რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ უსუფაშვილის ამ "აღიარებითმა განცხადებამ" ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას თვალი უნდა აუხილოს – 1) საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, თავად ნატოში განიხილავენ რუსეთთის პოზიციის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც აქამდე ამტკიცებდნენ ჩვენი პოლიტიკოსები (წინა თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები), თითქოს, "მესამე ქვეყნას", ანუ რუსეთს, არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ საკითხზე! 2) საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების არსებობის პირობებში, გამორიცხულია ფიქრიც კი ნატოში შესვლაზე, თუნდაც მაპ–ის მიღებაზე. ანუ, როცა ჩვენი ვაიპოლიტიკოსები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყნის გამთლიანების (დეოკუპაცია) საკითხზე წინ, ნატოში შესვლაა უფრო მთავარი და რომ რუსული ბაზების არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელს ვერ შეუშლის ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, ეს გახლავთ 100% – ით მცდარი მოსაზრება, მეტიც, ქართული საზოგადოების მოტყუება! 3) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (დეოკუპაცია და რუსეთის მიერ, ჩვენი 2 რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარების" აქტების გაწვევა, "უკან წაღება"!), შეუძლებელია მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერით და, რომ რუსეთთან დიალოგს მისი განეიტრალების (შეთანხმება) მიზნით ალტერნატივა არა აქვს. ანუ, დასავლეთი (ნატო!) ღიად გვეუბნება, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა "გაფართოვდეს", რადგანაც ამ ორი დიპლომატის უფლებამოსილება შეზღუდულია და მხოლოდ სახელმწიფოების პირველი პირების უმაღლესი დონის ფორმატში იქნება შესაძლებელი საბოოლო გადაწყვეტილებების მიღება! 4) ნატო, სამხედრო ძალით არასდროს და ვერასდროს დაეხმარება საქართველოს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, რუსეთის წინააღმდეგ. მეტიც, პოლიტიკური რიტორიკის დონეზეც კი, გამორიცხავს რუსეთთან დაპირისპირებას ჩვენი ოკუპირებული რეგიონების გამო! – მოკლედ, მიმაჩნია, რომ უსუფაშვილის ეს "აღიარებითი" განცხდება, პირველი ნაბიჯია იქითკენ, რომ უახლოეს მომავალში (შემოდგომაზე!), აბაშიძე–კარასინის ფორმატში დაიწყება საუბარი და შეთანხმდება თარიღი, თუ როდის გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს და რუსეთის პირველ პირებს შორის, რაც საქართველოსთვის მეტად პროგრესული და იმედისმომცემი იქნება შექმნილ ურთულეს ვითარებაში!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 3
#3   badri
      
მე მეუბნებით ? კი, ბატონო
29 ივლისი 2015 17:11
#2   geo_conf
      
ციტატა: badri gogia
#1 badri gogia

შეიძლება ფბ ჯგუფში დავდო და მოვუთითო თქვენი სახელი ?
25 ივლისი 2015 08:31
#1   badri gogia
      
ამდენ არაკომპეტენტურ და მოსყიდულ ვაიპოლიტოლოგში საიდან გამოერია ასეთი მცოდნე პოლიტოლოგი, როგორიც ჯ. კირვალიძეა ? ამდენი ხანია, იგივეს ვიძახი მეც, მაგრამ რა გვეშველება იმ უგუნური და მოღალატე ქართველების ხელში, რომლებიც ნატოში უაფხაზეთოდ შედიან და კიდევ საბრალდებო თითს აქეთ, ჩვენკენ იშვერენ ? ! კიდევ უფრო ისაა სამწუხარო, რომ მათ შორის ბლომად არიან თუნდაც აფხაზეთიდან დევნილები. ყველაფერს აკეთებენ, რათა არ დაბრუნდნენ აფხაზეთში, ზოგი შეგნებულად, ზოგიც შეუგნებლად... ბევრს უკვე არც სურს დაბრუნება და ეს ხელისუფლების არასწორი იდეოლოგის ბრალია. შამაგიეროდ მტერი კარგად მუშაობს ყველა დარგში. ამასთან, თბილისშია პროსეპარატისტული ლობი ერთი აფხაზი ისტორიკოსი კაცის მეთაურობით, რომელიც აფხაზეთის ელჩობას უმიზნებს თბილისში (როგორც ჯორჯ ჰიუიტი ინგლისის ელჩობას სოხუმში, მადამ ნასყიდაშვილი კი საფრანგეთის ელჩისა ცხინვალში)... ამდენი ,ავთულხლარია ჩვენს ირგვლივ და როცა საერო 700 კმ საზღვარზე რუსებს, სამხრეთულ კალთაზე ნატოს ბაზებს, რადარებს და რაკეტებს ვუყენებთ, რა გასაკვირია, რომ რუსი ოს-აფსუა სეპარატისტებს დაგეშავს ჩვენზე ? ყველამ, ვინც ეს რეალურად დაუპირა რუსეთს, დაკარგა კიდეც ტერიტორიები. მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი იყო სხვა (დონორი) ქვეყნის ინტერესების გატარება საქართველოში და საქართველოს არარუსულპსპორტიანი ნაწილის ამ ქვეყნის სამხედრო ბაზად ქცევა. ამიტომ გაიყვეს ორმა სუპერქვეყანამ საქართველო ორ ნაწილად. ქართველი ერის და საქართველოს გარდა მოგებულშია ყველა მოთამაშე : დასავლეთი, რუსეთი, სეპარატისტები და სააკაშვილი, რომელმაც დიდძალი სესხი და გრანტი მიიღო აგვისტოს ომის შემდეგ. ამ ფულით გაკეთდა რეფორმები და დღეს გვიჩვენებენ არა მის მიერ თხასავით გაყიდულ ახალგორსა და ზემო აფხაზეთს, არამედ მის მიერ გაშენებულ უბნებს ბათუმსა და სიღნაღში. ამას კი ერთუჯრედიანი მიდგომა ეწოდება, ხოლო იმათ, ვინც მე არ მაძლევენ სიმართლის წერის უფლებას ერთუჯრედიანებიც და მოღალატეებიც ჰქვიათ.
24 ივლისი 2015 03:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი