ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მცირე გამავლობის ხიდი აშენდა
24-07-2015, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილთან და  სოფლის მცხოვრებლებთან ერთად სოფელ ბაზალეთში  მცირე გამავლობის ხიდი გახსნა.


ხიდის გახსნას  საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის  თავმჯდომარე, შალვა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დავით  კიკნაძე და გამგებლის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,   თენგიზ ჭიპაშვილი   ესწრებოდნენ.   აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 10 000 ლარი დაიხარჯა.  ხიდი ერთმანეთს  დევდარიანებისა და  ლომსაძეების უბანს  დააკავშირებს.



მოსახლეობამ შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ  სოფლისათვის ხიდის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელს და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს მადლობას უხდიან.  

 


როგორც ხარაგაულის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი,  ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, დევდარიანებისა და ლომსაძეების უბნებს  წლების განმავლობაში  ჰქონდათ  ხიდის პრობლემა, რის გამოც შემოვლითი გზით უწევდათ გადაადგილება.



,,წელიწადის  ისეთ დროს, როცა უხვი ნალექი მოდიოდა, მდგომარეობა უფრო მეტად  უარესდებოდა. ამის მიუხედავად, პროექტის განხორციელებას რიგითი ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ და ხიდის  გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. ჩემი აქტიური მუშაობით და მუნციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის დახმრებით ეს პრობლემა გადაიჭრა, რისთვისაც  მადლობა მინდა გადავუხადო მას“,- განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.



,,დევდარიანებისა და ლომსაძეების უბანს  ხიდის  არქონის გამო,   შორი გზის გავლა  უწევდათ ხარაგაულის ცენტრში მოსახვედრად.   მისასალმებელია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა   და  მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოებით. პრობლემები, რომლებიც  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლოებას აწუხებს, ეტაპობრივად გვარდება და  დაპირებები, რომლებიც   მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისცა ყველა შესრულდება“-აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

 


ამავე დღეს, ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ვარლამ ჭიპაშვილმა, ღვინის ფესტივალში გამარჯვებულთა   ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თაოსნობითცოტა ხნის წინათ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  გაიმართა. გამარჯვებულს სიგელები და  ფასიანი საჩუქრები  მაჟორიტარმა დეპუტატმა  და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადასცეს.  ღვინის ფესტივალში  გამარჯვება  ვლადიმერე კაპანაძეს ხვდა წილად, მეორე ადგილზე ბესო შერგელაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გურამ გოგიამ დაიმსახურა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი