რატომ გაბრუნდა 25 ივლისს ჩარგალში ვაჟას მოსახსენებლად ასული დავით თევზაძე პოეტის სოფლიდან და რა "უცნაური თავგადასავალი" გადახდა მას ხახმატში?
27-07-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, 25 ივლისს ვაჟა-ფშაველას "მოსახსენებლად" ჩარგალში მის მეგობრებთან ერთად ყოფნის, იქიდან შატილში გამგზავრების, გზად ავტომანქანის გაფუჭებისა და ალუდაურებთან ორდღიანი სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.


"25-ში ჩარგალში წავედით ვაჟას მოსახსენებლად, მაგრამ დიდხანს ვერ გაგვიჩერდა გული. რაღაცნაირი ხელოვნურობის ელფერი დაკრავდა დღესასწაულს. შატილში გადავწყვიტეთ ასვლა, სადაც უფრო ბუნებრივი გარემო გვეგულებოდა. თან ვიცოდით, რომ ათენგენობას დღესაწაულობდნენ ხევსურები. მაგრამ უფალმა სხვანაირად განსაჯა: შავ კლდესთან გაგვიფუჭდა მანქანა. დადგა. გზად ბევრი მიმოდიოდა, მაგრამ ერთმა მადლიანმა არაფრით დაგვტოვა. ხახმატში მივდივარ, წამომყევით და იქიდან უფრო მოხერხდება რამეო. გავყევით და ცოტა ხანში მივხვდით, რომ ხახმატის ჯვარმა შეგვიკრა გზა რომ ამ ვაჟკაცური და მადლიანი ადამიანების სტუმარ-მასპინძლობის წესი გაგვეგო, მას ვხლებოდით და მუხლი მოგვედრიკა. ორი დღე დავრჩით ალუდაურებთან, ძმები შევიძინეთ, ხატში მოხარშული ლუდი ვსვით, სიყვარულის და ქვეყნის ერთგულების სადღეგრძელოები ვთქვით და მხოლოდ ამის შემდეგ ინება ხატმა ჩვენი "გაშვება". ასეა, ჩვენ გზას ვირჩევთ, ხილო უფალი გვატარებს. ახლა, როდესაც ამ უცნაურ თავგადასავალს ვუფიქრდები, მივხვდი, რომ ალუდაურთა, ამ გენეტიკურად საქართველოს საზღვრის მცველთა ცნობის გარეშე ჩემს ცხოვრებაში დიდი სიცარიელე გაჩნდებოდა," - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი