"ბათუმის გარეუბანში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, სახელმწიფო საზღვრიდან 5–6 კილომეტრში!"
29-07-2015, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, უჭირს საქართველოს და ქართველ ხალხს, ქვეყნის მთლიანობა დარღვეულია, ძალზედ დიდია ღარიბი ოჯახების ოდენობაც, მილიონ ნახევრამდე ჩვენი თანამემამულე უცხოეთშია წასული საშოვარზე და არავინ იცის, როდის დაბრუნდებიან, ან მობრუნდებიან კი თავის სამშობლოში?! დიახ, არ გვილხინს უკვე 20 წელზე მეტია, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ! ღმერთის წყალობით, აგერ, უმშვენიერესი სამების ტაძარი აღაშენა ქართველმა ხალხმა თბილისში და თანაც როდის? მაშინ, როცა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იყო ქვეყანაში, – 1995–2004 წლებში. მიუხედავად ყოფიერი სირთულეებისა, სამების წმინდა ტაძარი დიდ ნუგეშად იქცა მთელი საქართველოსთვის. ეს ბრწყინვალე მაგალთია იმისა, თუ რამდენად დიდი ადგილი უკავია ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ქრისტიანულ სარწმუნოებას, რაც ძალას მატებს ერს ნებისმიერი სიდუხჭირის დასაძლევად. ქართველებისთვის, სწორედ ქრისტიანულ რწმენში გაძლიერება არის ის მთავარი მაცოცხლებელი წყარო, რამაც აქამდე მოიყვანა საქართველო. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ქართველი კაცი მუდამ აშენებდა ეკლესია–მონასტრებს და ციხე–კოშკებს.

 

 

წარსულში, ავბედით ისტორიულ პერიოდებში, ქართული ქრისტიანული ტაძრები უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებლებიც იყვნენ და საქართველოს მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობის მცველად გვევლინებოდნენ. ანუ თავისი არსებობით ქვეყნის ამა თუ იმ მხარეში (განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში!), ქართული სახელმწიფოს სხვა ატრიბუტებთან ერთად, ერთგვარად საქართველოს მთლიანობის სადარაჯოზე იდგნენ. დღესაც, მიმაჩნია, რომ ასეთმა ისტორიულმა გამოცდილებამ თავისი აქტუალობა არ დაკარგა (დეტალებს, შეგნებულად არ განვიხილავ!). ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ქართული საზოგადოება გაერთიანდება და ქართულ სახელმწიფოსთან ერთად კიდევ ერთ, სამების ტაძრის მსგავს პროექტს განახორციელებს, უახლოეს მომავალში.

 

 

დიახ, ეს მხოლოდ საეკლესიო საქმე არ არის, მეტიც, უფრო საეროა, რადგანაც, უწინარესად პოლიტიკურ–სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. თბილისის შემდეგ, ასეთი მნიშვნელობის ტაძრის მშენებლობა უნდა დაიწყოს აჭარაში, ბათუმის გარეუბანში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრიდან 5–6 კმ–ში. შესაბამისად, თუ როგორი მრავალმხრივი მნიშვნელობა ენიჭება ახალ ტაძარს, მისი მასშტაბი, პარამეტრები (ზომები) შესატყვისი უნდა იყოს. მაგალითად, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარის სიმაღლე 86 მეტრია და ალბათ, ბათუმის ტაძრის პროექტი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობისა, რომელმაც პირველმა იქადაგა ქრისტეს მოძღვრება საქართველოში), არანაკლებ 70 მეტრი სიმაღლის უნდა იყოს, რომ სხვადასხვა წერტილიდან "ყველამ" კარგად დაინახოს! ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ როგორი არქიტექტორული სახე ექნება ბათუმის ახალ და დიდ ტაძარს, ვფიქრობ, რომ ეს საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, ვინმემ რომ მკითხოს, დღევანდელ თურქეთში "დარჩენილ", ჩვენი ქართული ტაძრებიდან, რომელიმეს სახებას გავიმეორებდი, – ხახულის, ოშკის, ბანას... გითხრათ სიმართლე, მე, ბანა ყველაზე მეტად მომწონს, – "არავის არ ჰგავს"!.. ღმერთმა ინებოს...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 2
#2   tazo
      
ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია საუკეთესო იქნება ამისათვის. ნამდვილად სჭირდება ბათუმს გრანდიოზული ტაძარი.
31 ივლისი 2015 14:12
#1   ზურაბ გელაძე
      
მე ვფიქრობ, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ანუ შუაქალაქში, უნდა აშენდეს უდიდესი და უმშვენიერესი სალოცავი ტაძარი, უფლის წინაშე ჩვენი მადლიერების გამოსახატავად. ეს ტაძარი იუდეველებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ერთობლივი ძალითა და სახსრებით უნდა ააშენონ. მონოთეისტური რელიგიის ამ ბრწყინვალე წარმომადგენლებმა მათთვის, უფლის მიერ განსაზღვრულ დროს, უნდა ილოცონ და უფალს ჩვენი დიადი სამშობლოსა და ზნემაღალი ქართველი კაცის ბედნიერება შეავედრონ!
31 ივლისი 2015 10:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი