1992 წლიდან თადარიგში დათხოვნილი პოლკოვნიკი თამაზ ყაველაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ აცხადებს, რომ იგი „სააკაშვილთან ერთად საბრალდებლო სკამზე უნდა იჯდეს“.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყაველაშვილი ოქრუაშვილს „უმადურს“ უწოდებს და ეუბნება: „სააკაშვლისაგან სამართლიანად დევნილი ვინ ჩამოგიყვანა საქართველოში, თუ არა ივანიშვილმა, შე მართლა უმადურო?.. არამი იყოს შენზე საჩხერეში ჩემი მშობლების სახლში ცხოვრებისას გაწეული სიკეთე შე არაკაცო!“
„სენსაციის მოყვარულ ჟურნალისტებს რატომ არ სწყინდებათ ქოსატყუილა ოქრუაშვილისაგან ინტერვიუების აღება! მამამისის, ჩემი თანაკურსელი კობა ოქრუაშვილის საჩხერიდან წაღებული ქრთამებით ისწავლა საზღვარგარეთ და „გენიოსად“ დაბრუნდა საქართველოში, სადაც იმუშავა, ყველგნა ან სისხლიანი კვალი დატოვა, ან სააკაშვილის ბანდასთან ერთად დედა უტირა საქართველოს და თავდაცვის მინისტრად ცოტა ხანს რომ კიდევ ყოფილიყო, რუსეთს 2008 წლამდე გაცილებით ადრე „დაამარცხებდა!“
„არ მინდა უმადურად გამოვიყურებოდეო“, სააკაშვლისაგან სამართლიანად დევნილი ვინ ჩამოგიყვანა საქართველოში, თუ არა ივანიშვილმა, შე მართლა უმადურო? მე ბიძინას ადვოკატობისაგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ, შუბლზე ძარღვი დაბადებიდან თუ არა აქვს ადამიანს, რა გაუწყდება? არამი იყოს შენზე საჩხერეში ჩემი მშობლების სახლში ცხოვრებისას გაწეული სიკეთე შე არაკაცო! ახლა დედაშენს, ჟანას ჰკითხე ვინ არის ეს კაცი-თქო და გეტყვის, ვინ ვარ მე თამაზ ყაველაშვილი და რა სიკეთეც მაქვს გაკეთებული მამაშენისთვის! ოდესმე გამოვჩენილვარ შენს თვლსაწიერში როცა უმუშევარი, „ზვიადისტად“ მონათლული პოლკოვნიკი 1992 წლიდან თადარიგში დათხოვნილი უმუშევარი ვიყავი? გეყოს ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. შენც სააკაშვილთან ერთად საბრალდებლო სკამზე უნდა იჯდე და მერე კამერაშიც, რომ დაჭამოთ ერთმანეთი!
და კიდევ ერთი, ნუთუ არ ჰქონდა მამაშენის შესახებ ინფორმაცია საჩხერელ ვალერი გელბახიანს, შენი თავდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამეტში წარდგენისას, „განსწავლული იურისტის“ ოჯახისშვილად როცა მოგიხსენიათ? ხოლო მამაშენის, ოღონდ არა „განსწავლულის“, ჩვეულებრივი სამოსანი სტუდეტის პორტრეტისათვის ერთი ჩემ ლექსში მოისმენ, რომელსაც მოვაყოლებ ამ პოსტს!“, წერს თამაზ ყაველაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.