ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქრო მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქართველმა ჰოლანდიელი ლარს კამფუი იპონით დაამარცხა. 66 კგ-ში მოასპარაზე ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მოპოვებისთვის იბრძოლებს.
ამ ოქროს შემდეგ საქართველოს 1 ოქრო და 2 ბრინჯაო აქვს. ყველა მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
დღევანდელ ასაპრეზობას საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.