ირმა ინაშვილი: ეს ყოვლად აუხსნელი საკადრო პოლიტიკა ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება
30-07-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასწორი საკადრო პოლიტიკის გატარებით სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა. თავის მოსაზრებას ირმა ინაშვილი Facebook -ით ავრცელებს.


"მეორე დღეა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ერთი და იგივე შეკითხვას მისვამენ. აზრი ასეთია: ვუპირისპირდებოდით სააკაშვილის რეჟიმს. დავკარგეთ სამსახურიც, ქონებაც. გადავიტანეთ დევნა, რეპრესიები. ველოდით, რომ მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და დაფასდებოდა ეს ბრძოლა. ახლები კი, ისევ ძველი კადრების დაწინაურებით არიან დაკავებულნი. თანაც, კადრებს გააჩნია. რეჟიმის იდეოლოგები მიიწევენ წინ და წინ... რა არის ეს, რა მოვლენაა? კოჰაბიტაციის ნაირსახეობაა? ღალატია? ხალხის დაცინვაა? თუ ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში ადგილი არ აქვს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებას და "დემოკრატიის დემოკრატიაში" გადავედით ისე, რომ ვერაფრი გავიგეთ. ყველას, ვინც ამ ტიპის შეკითხვა დამისვა და სერიოზულად, თუ ხუმრობით იმას ნანობს, რომ რეჟიმთან არ იყო შეკრული, თორემ დააწინაურებდნენ, მარტივად ვპასუხობ: ეს ყოვლად აუხსნელი საკადრო პოლიტიკა ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება. უკვე დამკვიდრდდა ტერმინი "ნაც-ქოცები", რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ (ხალხისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო) თეთრი და შავი ერთ სახეს იძენს. სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა. მომავალში (შესაძლო დიქტატურას, ტირანიას) 100- დან 80-ი არ დაუპირისპირდება... ეს ცუდი, ძალიან ცუდი მაგალითია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ეს ნოყიერი ნიადაგია, ახალი ბოროტების აღმოსაცენებლად, რომელიც (ღმერთმა არ ჰქნას, მოვა) და რომელსაც (ღმერთმა არ ჰქნას) ყველა შეეგუება", - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი