„მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
31-07-2015, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ − განჩინება გამოიტანა. ინფორმაციას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


"საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2004 წლის 1 აპრილს მიმართა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივანი, სხვებს შორის, ასაჩივრებდა მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევას, რამდენადაც პატიმრობის პერიოდში მას გაეწია არასათანადო მკურნალობა; მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას, რამდენადაც მისი დაკავება მოხდა უკანონოდ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა შესაბამისი დასაბუთების გარეშე. გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებდა, რომ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადებებით დაარღვია მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფცია კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.


2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ აღიარა მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა.


2015 წლის 6 მაისს მომჩივანი სრულად დაეთანხმა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.


მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული დავა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი