ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს
01-08-2015, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას წარმატებით გაართმევს თავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მღებრიშვილის სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის დროს ამ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

 

 

"სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. მთლიანად შევცვალეთ სისტემა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოიფხვრა მთლიანად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, სასტიკი წამება, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა მიხეილ სააკაშვილის დროს და სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ რეფორმა. მას ჰქონდა დაწყებული მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, მე პირადად ვიმყოფებოდი ამ სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მათ შორის სასჯელაღსრულების დაბალი რისკის დაწესებულების და სრულიად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე და გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ინფრასტრუქტურა და მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიცკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. ასევე, ბატონი გოგო არის ინიციატორი პროექტისა, რომელიც ინოვაციური არის ამ სისტემაში, მე ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, მონიტორინგს პატიმრებისა, მათ შეუძლიათ სახლში იყვნენ, და ამ სისტემას უკვე ბატონი კახა დანერგავს უახლოეს მომავალში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილი არის წესიერებით გამორჩეული ადამიანი. "გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული. პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ზუსტად იცის რა ჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შსს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი