"თბილისი 2015" დასრულდა - ოლიმპიური დროშა უნგრეთს გადაეცა, რომელიც მომავალ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს
02-08-2015, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015"-ის დახურვის ცერემონია დასრულდა. დახურვის ცერემონია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც აქ შეკრებილ სპორტსმენებს და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.

 

 

ცერემონიაზე ოლიმპიური დროშა შემდეგ მასპინძელ ქვეყანას - უნგრეთს გადაეცა, რომელიც მომავალ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

ოლიმპიადის შედეგები ასეთია: რუსეთმა 17 ოქროს, 9 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი აიღო. ჯამში, რუსეთს 37 მედალი ერგო და პირველ ადგილზე გავიდა. მე-2 ადგილზეა იტალია - 12 ოქროს, 2 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით, ჯამში - 24 მედალი;

 

მე-3 ადგილს იკავებს საფრანგეთი ჯამში 22 მედლით, მათ შორის 9 ოქროს, 5 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს;

 

მე-4 ადგილზეა უნგრეთი 23 მედლით - 9 ოქროს, 3 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს;

 

მე-5 ადგილზე სლოვაკეთი გავიდა ჯამში 16 მედლით, მათ შორის 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით.

 

მე-6 ადგილზეა მოლდოვა 7 მედლით - 5 ოქროს, 2 ვერცხლის.

 

მე-7 ადგილი დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა 4 ოქროს, 8 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით.

 

მე-8 ადგილზეა ესპანეთი 4 ოქროს, 7 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით.

 

 

მე-9 ადგილზე ოქროს მედლების რაოდენობით ნიდერლანდები გავიდა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით.

 

მე-10 ადგილზეა საქართველო. ქართულმა დელეგაციამ 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 10 მედლიდან 9 - ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი