ურეკში დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით მაშველები დახრჩობას გადაარჩინეს
03-08-2015, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავად დასჭირდათ დახმარება.


სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერი ტალღების და შტორმის გამო, რომელიც შავი ზღვისპირეთში დღეს ფიქსირდება, ისინი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, მათ გადასარჩენად დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. საბოლოოდ კი მაშველების გადარჩენა და ზღვიდან გამოყვანა ერთობლივი ძალებით დამსვენებლებმა მაინც შეძლეს.

 

 

დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენლის დავით რობაქიძის ინფორმაციით კი, დღეს 3 აგვისტოს 14:00 საათზე, მაშველებმა  ნამდვილად აღმოუჩინეს 13 წლის მოზარდს დახმარება. თუმცა, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ჯაჭვი მაშველების გადასარჩენად გაკეთდა, არასწორია.

 
„სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ  და მათ დასჭირდათ დახმარება, ეს ასე არ ყოფილა. რადგან იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის  სიგრძე საკმარისი  არ  აღმოჩნდა, რომ მოზარდი მისწვდომოდა, ამიტომ  გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რომ ბაწარი დაგრძელებულიყო“- განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა.    

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი