გიორგი კორკოტაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
04-08-2015, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული მისიის" დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი გეგმავს.


კორკოტაშვილის თქმით, ის კახელია და სურს რაღაც გაუკეთოს მის რეგიონს, ინიციატივა კი საგარეჯოდან წამოვიდა -„ ჩამოდი და ერთი ჯიგრულად დაგვიდექი გვერდით, მარტო ტელევიზორში ლაპარაკი რა არისო",- აცხადებს კორკოტაშვილი.


მისივე თქმით, მის საარჩევნო კამპანიას ბიზნესმენები, მისი მეგობრები გულშემატკივარი ადამიანები დააფინანსებენ. „ ქართული მისიის“ ხელმძღვანელის თქმით, ის "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ საკითხებში, რაშიც ისინი „ მაგრები“ არიან. რაც შეეხება ირმა ინაშვილის შესაძლო კონკურენტობას, კორკოტაშვილი ამბობს, რომ უხერხულობას ადგილი არ ექნება, რადგან "ვისაც ხალხი აირჩევს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, გარდა "ნაციონალებისა", - აცხადებს კორკოტაშვილი "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას.

კომენტარები: 3
#3  ობიექტური
      
"გვიმართლებს" რა :) არ შეიძლება ერთხელ გვეღირსოს ისეთი დეპუტატი რომელიც მართლა ღირსეული იქნება? ჯერ იყოდა "კვერცხი" ზაზა დამისვეს დეპუტატად, მერე ეს "ქალი" ახლა კორკოტა მინდა? აი კორკოტას რომ აირჩევს და მერე იწუწუნებს არაფერი არა კეთდებაო ზუსტად მაგათი დედები ვნახე მე "ცივი"-დან გამოიქანებულები!!!!
5 აგვისტო 2015 23:06
#2   xachatur markaryan
      
ღირსეული კანდიდატია და საგარეჯოს რაიონს მე მგონი მაგრა გაუმართლა - წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გია კორკოტაშვილს
5 აგვისტო 2015 10:57
#1   გია გორელაშვილი
      


-პარლამენტის პირველივე მოწვევიდან დღეის ჩათვლით საგარეჯოს ვერცერთ დეპუტატს ვერ დავასახელებ რომელსაც რაიმე კარგი გაუკეთებია საგარეჯოსთვის, ყოველ შემთხვევაში თითქოს არც ცუდი (ეს არ ეხება ალექსი არაბულს https://www.facebook.com/beerdia ), უმეტესობა საკუთარი ბიზნესის დაცვით იყო დაკავებული (გაუმარჯოს სიმართლეს!), ვერ დავასახელებ დეპუტატს რომელიც სხდომაზე სიტყვით გამოსულიყოს! ვერ დავასახელებ დეპუტატს რომელიც რაიმე გადაცემის დროს ეკრანზე მაინც გამოჩენილიყოს!, ვერ დავასახელებ დეპუტატს რომელსაც არჩევნების წინა პერიოდში თავისი პროგრამით არ აეკლოს მოსახლეობა, ვერ დავასახელებ დეპუტატს რომელსაც არ მოუსყიდია აზერბაიჯანელი დასახლების 7 სოფელი..., ვერ დავასახელებ დეპუტატს რომელმაც იცის რომ აზერბაიჯანული დასახლების ყველაზე დიდი სოფელის ძირეული სახელწოდება წიწმატიანია და არა იორმუღალნო..!
-ეხლა ვირჩევთ არა საგარეჯოელს, მინდა მივმართო თხოვნით: - ნუ გამოიყენებთ საგარეჯოს ”ტრამპლინად”, სახალხოდ ნუ ჩამოივლით სოფლებს იმ მიზნით რომ გაეცნოთ მოსახლეობის გაჭირვებას, გაჭირვება ყველგან ერთია, ხმამაღლა ნუ შეპირდებით წყლის სისტემის აღდგენას რათა ეს უკვე მოგვბეზრდა, უკეთესი იქნება გამოძიებას გადასცეთ ეს საკითხი თუ რაში დაიხარჯა ათეული და ასეული ათასობით ლარი, ნუ ჩაეხუტებით უნივერსალურ ”საცობებს” რომლებიც ყველა თაობის პოლიტიკურ პარტიებს მოერგნენ... გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა და მოსახლეობასაც და თქვენც წაგადგებათ, უნდა იყოთ ერთი ყველასთვის და არა ყველა ერთისთვის როგორც რომ მთელი განვლილ პერიოდის განმავლობაში ვითარდებოდა...
-წარმატებებს გისურვებთ:
4 აგვისტო 2015 10:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი