[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მიხეილ სააკაშვილი: სულელი უნდა იყო, რომ რუსეთის მსგავსი მტერი გსურდეს
05-08-2015, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ოდესაში იმისთვის მოვედი, რომ აქ, უკრაინულ ბესარაბიაში არავინ შეძლოს ომის მოტანა, იმისთვის, რომ ჩვენ დონბასი არ მოგვახვიონ თავზე“, – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ იზმაილში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.


სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა პუბლიკაციას, რომელთა ავტორები მისი იმიჯის შელახვას ცდილობენ. სინამდვილეში კი, სააკაშვილის თქმით, მისი მისია შემოქმედებას გულისხმობს და ის ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას გეგმავს.


„მე ავაშენე ექვსი ათასი კილომეტრის სიგრძის გზა, მე ავაშენე ოთხი ქალაქი, ასევე – ჯანდაცვის ახალი სისტემა. იცით, რამდენი აქვს ხელფასი საქართველოში ექიმს? ხუთი ათასიდან 15 ათას დოლარამდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ადამიანების დასახმარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ოდესის გუბერნატორმა რუსეთთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „რუსეთის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს“.


„ჩვენ გვსურს ყველასთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ აქ ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, რომ აქ განხორციელდეს ინვესტიციები. მაგრამ ეს არის ჩვენი მიწა. უკრაინა ერთიანი უნდა იყოს. უნდა იყოს მშვიდობა და ის უნდა განვითარდეს. მაშინ მას რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობები ექნება. სულელი უნდა იყო, რომ ასეთი მტერი გსურდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   viqtor
      
სკანდალი-ბარონ მიუნჰაუზენს, როგორც კი ეს წაიკითხა-„მე ავაშენე ექვსი ათასი კილომეტრის სიგრძის გზა, მე ავაშენე ოთხი ქალაქი, ასევე – ჯანდაცვის ახალი სისტემა. იცით, რამდენი აქვს ხელფასი საქართველოში ექიმს? ხუთი ათასიდან 15 ათას დოლარამდე. ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა...
6 აგვისტო 2015 05:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი