სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალ განაგრძობენ
06-08-2015, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალ განაგრძობენ, - ამის შესახებ  გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს. მათი თქმით, მძღოლები თანახმა არიან, რომ გაფიცვა შეწყვიტონ და ხვალ დილიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.


"გავაცანით დღეს, "თბილისის მიკროავტობუსთან" გამართული მოლაპარაკებების შედეგები მძღოლებს და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დავუბრუნდეთ", - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.


დიდი დიღმიდან და დიღმის მასივიდან თბილისის უბნებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები ორი დღის წინ გაიფიცნენ. ისინი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" მხრიდან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. დღეს გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.


მძღოლებს სულ 8 მოთხოვნა ჰქონდათ, კერძოდ: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვა; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულების და გადასახადის თანხის გასაჯაროება; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არ დაგროვება; ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლა ახალ მეწარმეზე; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლება სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელება მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვა.


კომპანიის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა ჟურნალისტებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მიღწეულია.


"სათითაოდ ყველა საკითხი გავიარეთ. მოხდა მძღოლების სურვილების და პრეტენზიების გათვალისწინება. კომპანიამ კი საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირა. შეთანხმება მიღწეულია. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მძღოლი გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს და თხოვნებს, რომელიც კომპანიას აქვს და აღდგება მოძრაობა. იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ხვალ დილამდე მძღოლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, ხოლო მძღოლს, რომელიც უარს იტყვის მუშაობაზე, მას ხელშეკრულება გაუუქმდება", - განაცხადა მიქიაშვილმა.


რაც შეეხება მძღოლების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, როგორც მიქიაშვილმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ძველი ვალების ჩამოწერა მოხდება.


"ძველი ვალების ჩამოწერა არის ძალიან განზოგადებული ცნება. არსებობს ვალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი. ობიექტურ მიზეზებს შორის არის ოლიმპიადის დროს გზის გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება. ამ დღეებიდან გამოწვეული ვალების ჩამოწერა მოხდება. ასევე, როდესაც ფუჭდება ავტომობილი, როდესაც არის ტექნიკური პრობლემა და არის გაჩერებული უფრო მეტი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ასევე მოხდება ამ ვალის ჩამოწერა. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამას მიეცემა ოფიციალური სახე", - განაცხადა მიქიაშვილმა.


მისივე თქმით, გეგმა ისედაც შემცირებულია. თუმცა მოხდა შეთანხმება გრაფიკზე.


დღევანდელი შეთანხმების შედეგად, #32 სამარშრუტო ხაზის მძღოლებს შეჩერებული ლიცენზია აღუდგებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი