გაფუჭებული სატვირთო ავტომანქანა და ხიდის მშენებლობა გელოვანის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი გახდა
07-08-2015, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მოძრაობის შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მარშალ გელოვანის გამზირზე, კერძოდ მდინარე დიღმულაზე ხიდის დაკეტვაა. ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 120 დღით დაიკეტა.


გარდა ამისა, აღამშენებლის ხეივანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 8:30 საათისთვის დიდი სატვირთო მანქანა, ე.წ. ტრაილერი გაფუჭდა, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორი გახდა.


რაც შეეხება ხიდის აღდგენას, როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.


"აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი