ღარიბაშვილი "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტთან დევნილებისთვის კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს
07-08-2015, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ მი ენჰუას დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


მთავრობამ ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი უკვე შეიძინა, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. დამატებითი კორპუსების შეძენაზე კი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.


"ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ჰუალინგი" საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.


"ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მი ენჰუას ოლიმპიური სოფლის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი