ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ცხედარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
08-08-2015, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 


მანამდე კი, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაღუპულთა ცხედრები იყო დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის, საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიუსამძიმრეს.

 

 

"უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. ჩვენ დღეს სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც 22 წლის წინ დაიღუპნენ აფხაზეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის სიმბოლური დამთხვევა, რომ დღეს, 8 აგვისტოს ჩვენს გმირებს ქართულ მიწას მივაბარებთ. ეს არის ძალიან მძიმე ოჯახებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

 

 


ირაკლი ღარიბაშვილმა პროცესში აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს და წითელ ჯვარს მადლობა გადაუხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, რათა შესაძლებელი გახდეს სხვა ქართველი გმირი ჯარისკაცების ნეშტების გადმოსვენება თბილისში.

 


სამების საკათედრო ტაძრიდან დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ისინი დღესვე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 


აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს.

 


რაც შეეხება, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ესენი არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამუშეკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.

 

 

ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი