ნიკა გვარამია: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭანჭიკის მეშვეობით შეუტევს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიას
10-08-2015, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომნპანია “რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.


გვარამიას განცხადებით, აქიმიძისა და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მათი ყველა მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია.


„არსებითად მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭანჭიკის მეშვეობით შეუტევს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიას – “რუსთავი 2″-ს და მასთან ერთად ქართულ დემოკრატიას. ეს ადამიანები შეუერთდნენ სამთავრობო ჭანჭიკების ძველ გვარდიას, როგორიც იყო აქამდე არსებულ ე.წ. „რიჟა“ და ქიბარ ხალვაში, რასაც ვულოცავ მათ და ცოტა არ იყოს მოულოდნელიც იყო.


აქიმიძის და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა იმდენად რამდენადაც, როგორც მინიმუმ მათი ყველა მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია, ხოლო თუ იმაზე ვისაუბრებთ ვისგან აიღეს მათ ფული, რამდენი აიღეს, აიღეს თუ არა და რა ვითარებაში მოხდა ეს.


ამის თაობაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც პირადად ჩემთან და არამხოლოდ ჩემთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არა ერთხელ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან ერთად, სწორედ აქიმიძე და დვალი გაერთიანებული ძალებით აპირებდნენ შეეტიათ რუსთავი 2 -თვის ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით და ის აუცილებლად დადგებოდა რუსთავი 2-ის მხარეს და აუცილებლად მოყვებოდა სრულ ინფორმაციას, როგორც აქიმიძესა და დვალის მიერ გაყიდული წილებთან დაკავშირებით აღებული ფულის თაობაზე, ასევე ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ში მოხვედრასთან დაკავშირებით.


ამის შემდეგ, ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა სულ რამდენიმე კვირაში ეროსი კიწმარიშვილი.


კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლება რა ფსევდონიმებით, ვისი მეშვეობით და ჭანჭიკებით შეუტევს რუსთავი 2-ს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ერთი და იგივე სქემის ნაწილია, მაგრამ ეს სქემა არავითარ შემთხვევაში არ იმუშავებს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი