ხათუნა ლაგაზიძე: "რუსთავი 2"-ის საქმე ამერიკის ტესტია
10-08-2015, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავი 2" -ის თემას ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და იმ პერიოდს იხსენებს, როცა ტელეკომპანია "პირველად ფიქრია ჩიხრაძეს, ნიკო ნიკოლოზიშვილს და თედო ისაკაძეს წაართვეს აწ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა  თავის თანამესაქმეებთან ერთად". როგორც ლაგაზიძე Facebook -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, "მედია-მფლობელობა საქართველოში ძირითადად ტვირთი და ორლესული იარაღია".


"რუსთავი 2"-ის საქმე ამერიკის ტესტია: "რუსთავი 2"-ის დაკარგვით დასავლეთი კარგავს საინფორმაციო საყრდენს საქართველოში. რაც შეეხება ქონებრივ, სამართლებრივ თუ არასამართლიან დავებს: ეს ტელევიზია პირველად ფიქრია ჩიხრაძეს, ნიკო ნიკოლოზიშვილს და თედო ისაკაძეს წაართვეს აწ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა თავის თანამესაქმეებთან ერთად. მაშინ მათ ასევე აწგარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ლობირებდა. დღევანდელ დღესავით მახსოვს, როცა ფიქრია შევარდნაძესთან "რუსთავი 2"-ის თემაზე განცხადებით ადიოდა და კანცელარიის მე-7 სართულზე, უშიშროების საბჭოში, ჩემს ოთახში შემომიარა. ისიც მახსოვს, როგორი სასოწარკვეთილი დაბრუნდა შევარდნაძისგან, რომელმაც მაშინ ჟვანიას და შესაბამისად, კიწმარიშვილის მხარე დაიჭირა. სასამართლომაც შევარდნაძის ხელდასხმული ვერდიქტი გამოიტანა. ეს იყო დამოუკიდებელ საქართველოში მედია საშუალებით პოლიტიკური მანიპულაციის და ვაჭრობის პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი შემთხვევა. ამით შევარდანაძემ პანდორას ყუთს მოხსნა თავი და თავისი მმართველობის დასასრულის დასაწყისსაც მოაწერა ხელი. იმ დროიდან მოყოლებული საქართველოში ზოგადად მედია-მფლობელობის თემა ყოველგვარი სამართლიანობის, სამართლის თუ კანონის მიღმაა და უპირატესად პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ასე რომ, თუ სამართლიანობაზეა საუბარი, რა შუაშია ან დვალი-აქიმიძე, რომლებიც მაშინ კიწმარიშვილის გვერდით იდგნენ და მით უფრო, ქიბარ ხალვაში ანუ მაშინდელი იგივე ირაკლი ოქრუაშვილი?! და რატომ არა თავდაპირველი მფლობელები?! სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ქართულ რეალობაში მედიით პოლიტიკური ვაჭრობის სათავეებთან მყოფი სამი ძირითადი მონაწილიდან ცოცხალი არც ერთი აღარ არის. დამატებით, თუ ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევასაც გავიხსენებთ, გამოდის, რომ მედია-მფლობელობა საქართველოში ძირითადად ტვირთი და ორლესული იარაღია", - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი