ყაზახეთის უცვლელი ლიდერი იმიჯის შესაცვლელად ქვეყანას სახელს უცვლის
11-02-2014, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ახალი ინიციატივა გახმაურდა, რომ ყაზახეთს სახელი შეუცვალონ და მას "Казак ели" დაარქვან. ,,Ел" ყაზახურად ,,სამშობლოს" ნიშნავს. გამოდის, რომ პირდაპირ თარგმანში ,,Казак ели" ,,ყაზახების სამშობლო" იქნება. დამოუკიდებელი ყაზახეთის უცვლელი ლიდერის აზრით, ქვეყანას დაბოლოება ,,Стан" მეზობელი რეგიონების სიას მიაკუთვნებს. იმის გამო, რომ ქვეყანა არ ასოცირდეს უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და, უარეს შემთხვევაში, ავღანეთთან, ნაზარბაევმა დაბოლოების შეცვლა გადაწყვიტა.

 

 

"შესაძლოა, ეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია, როდესაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ნაციონალურ ფესვებთან დაბრუნებას და საბჭოთა იდენტობისგან განსხვავებულის შექმნას ცდილობენ",- წერს "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი.

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყაზახეთში დასახლებული პუნქტების სახელების შეცვლა დაიწყო. ასე გახდა საბჭოთა პერიოდში აშენებული ,,შევჩენკო"- ,,აკტაუ", ხოლო ,,გურიევი"- ,,ალტირაუ", რაც ყაზახურ ენაზე "მდინარის დელტას" ნიშნავს. ზოგიერთის აზრით, სხვა ახალ დასახელებებს აზრობრივი დატვირთვა არც ყაზახურ და არც სხვა ენებზე არ გააჩნიათ. მაგალითად, ,,ოქსემენი" ადრინდელი "უსტ – კამენოგორსკია". თუმცა ზოგი მეცნიერი ამ დასახელებების ფესვებს ძველ ენებში პოულობს, ზოგის აზრით კი, ეს რუსული დასახელებების ყაზახური ვარიანტებია.

 

 

ნაზარბაევის ხსენებული გადაწყვეტილება სახელების შეცვლის თაობაზე იმიჯის საკითხს უკავშირდება, რადგან, როგორც თავად ამტკიცებენ, ყაზახებს არ სურთ იმ ქვეყნებთან ასოცირება, რომლებიც კონფლიქტებში და სიღარიბეში არიან ჩაფლული. იმიჯის საკითხს კი ყაზახეთში სერიოზულად უდგებიან. ამაზე მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს. სწორედ ამ მიზნით იმართება პომპეზური ღონისძიებები, რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ პიარია.

 

 

ყაზახეთის დედაქალაქში, რომელსაც ნაზარბაევმა სახელი გადაარქვა და ,,აკმოლის "" ნაცვლად ახლა ,,ასტანა" ჰქვია, ყველაფერი, რაც გაკეთდა, ნაზარბაევის სახელს უკავშირდება. ქალაქის დღეც კი, რომელსაც 6 ივლისს აღნიშნავენ, პრეზიდენტის დაბადების დღეს ემთხვევა. ასტანა ნაზარბაევის შექმნილი ქალაქია და ყველა პომპეზურ შენობას მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ აჩვენოს, თუ რას მიაღწია ქვეყანამ ნაზარბაევის მმართველობის პერიოდში.

 

 

რამდენიმე წლის წინათ "ბი-ბი-სის" გადამღები ჯგუფი ყაზახეთს დედაქალაქის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ზამთარში ეწვია. ნებართვისთვის მათ მერიას მიმართეს, საიდანაც კატეგორიული უარი მხოლოდ იმის გამო მიიღეს, რომ ზამთარში მძღოლებს მანქანების გარეცხვას ვერ აიძულებდნენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი, მეზობელი ქვეყნებისგან, მაგალითად უზბეკეთისგან განსხვავებით, ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროტესტებს აშუქებენ – ძალადობას არ იყენებს, ყოველ შემთხვევაში, სახალხოდ. ალბათ ესეც იმიჯის ასამაღლებლად ხდება.

 

 

ყაზახეთი ენერგეტიკული რესურსებით რეგიონის ეკონომიკური ლიდერია. განათლების და ჯანდაცვის ხარისხიც აქ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია, თუმცა იმიჯის ამაღლების ყველა ეს მცდელობა გამოგონილ ყაზახ ჟურნალისტ – ბორატზე შექმნილ ფილმს მოგვაგონებს.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=8413 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი