„საქართველო ჩვენზე ბევრად წინ ყოფილა“ - რას ყვებიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც სუპერთასის თამაშის საყურებლად თბილისში ჩამოვიდნენ
17-08-2015, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უამრავი ფოტო გადავიღეთ, სტადიონზეც და სხვაგანაც… ახლა თბილისის ხედების ინტერნეტში დადება თვითმკვლელობის ტოლფასია. გავრცელდა ხმა, რომ უნდა დაგვკითხონ. როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი ჩამოსულა აფხაზეთიდან. ყველას მადლობა გამბედაობისთვის! ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და ურაპატრიოტიზმითაც დავიღალეთ. ახალგაზრდები ვართ და ომი კი არა, მშვიდობა, განვითარება და კარგი განათლება გვინდა…"

 

 

აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც სუპერთასის თამაშს და ანაკლია-განმუხურში “გემ ფესტს” დაესწრნენ, “კვირის პალიტრასთან ” თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ ყვებიან:


“თბილისსა და ზუგდიდში ნათესავები მყავს, ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც. ახლა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ენგურის ხიდზე არ გადმოგვიშვეს და სომხეთიდან მოგვიწია ჩამოსვლამ. თბილისელ ახლობელს ბილეთები ჩვენთვის უკვე ნაყიდი ჰქონდა და ასეთ თამაშს ვერ გამოვტოვებდით. მინდოდა, ბიჭებსაც ენახათ აქაურობა და რამდენიმე დღით დავრჩით. ეტყობა, ენგურის საზღვარი ბევრმა გადმოკვეთა და მიმოსვლა ძალიან გაამკაცრეს. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როდესაც თამამად ვამბობდი, აფხაზები ვართ, ფეხბურთის საყურებლად ჩამოვედით-მეთქი. აგრესია არავისგან გვიგრძნია. ყველანი იქაურ ამბებს გვეკითხებოდნენ, მათ მეხსიერებაში ჩარჩენილ ადგილებზე, ქუჩებზე, ადამიანებზე, ცხოვრების პირობებზე, ზღვაზე, დამსვენებლებზე. ვისაუბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა… ჩემი ქართველი ნათესავების რჩევით ვნახეთ თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე ბათუმი და ანაკლია-განმუხურიც.


საქართველო(!) ჩვენზე ბევრად წინ ყოფილაო, თქვეს ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა. ისინი პირველად იყვნენ აქეთ. მათ მხოლოდ გადმოცემით იციან ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, მაგრამ ის კარგად შთააგონეს, რომ ქართველი მტერია! თბილისში კი იმიტომ წამომყვნენ, რომ მენდნენ. ოდნავი ეჭვიც რომ მქონოდა, აქ ცუდად მიიღებდნენ, არ გავრისკავდი. ჩვენ აქ პოლიტიკურ შეხვედრებზე არ ჩამოვსულვართ, ახალგაზრდები ვართ და ასეთი დონის თამაშისა და კლასის ფეხბურთელების ნახვის შესაძლებლობა, ალბათ, წლების განმავლობაში არ მოგვეცემა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშ-ვებდით“, -აცხადებს ნიკა, რომელიც სოხუმიდან ჩამოვიდა.


გამოცემასთან საუბრობს ემა, გაგრიდან და ამბობს, რომ რომ “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაყვება. “კრიტიკის კვალდაკვალ იყო დადებითი შეფასებებიც, ჩვენ მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგვიდენია. იქ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც აფხაზეთს არ გასცდენიან. ეს არ არის პოლიტიკა, ეს სპორტია! მე ვნახე საოცარი ღონისძიება, მაღალი დონის სტადიონი, მივიღე დიდი ემოცია და მივხვდი, რამდენი რამ აკლიათ ჩემს თანატოლებს აფხაზეთში. მე არ ვიცი პოლიტიკური დეტალები, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გამყვება… გული მწყდება, რომ იქ გადაღებულ ფოტოებს ვერ გამოვაქვეყნებთ ინტერნეტში. უამრავი ფოტო გადავიღეთ, სტადიონზეც და სხვაგანაც… ახლა თბილისის ხედების ინტერნეტში დადება თვითმკვლელობის ტოლფასია. გავრცელდა ხმა, რომ უნდა დაგვკითხონ. როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი ჩამოსულა აფხაზეთიდან. ყველას მადლობა გამბედაობისთვის! ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და ურაპატრიოტიზმითაც დავიღალეთ. ახალგაზრდები ვართ და ომი კი არა, მშვიდობა, განვითარება და კარგი განათლება გვინდა… ძალოვანი უწყებიდან ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. არ ვიცი, რის გამო უნდა შეგვექმნას საფრთხე, რა დავაშავეთ?!.. თუ ის შეიძლება, რომ სამკურნალოდ თვეში ათეულობით ადამიანი მოდიოდეს საქართველოში, რატომ არ შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ ჩვენც ჩამოვიდეთ და ფეხბურთს ან სხვა ღონისძიებას დავესწროთ? ჩაატარონ ასეთი დონის მატჩები ან სხვა პროექტები აფხაზეთში და სხვაგან არ წავალთ. დიახ, უკვე მოვისმინეთ ირიბი საყვედურები ახლობლებისგანაც, სამკურნალოდ იქით გავრბივართ, ახლა ფეხბურთის საყურებლადაც დავიწყეთ სიარული, მაშ, რა საჭიროა საზღვარი, გავაუქმოთო… მე მათ ასე ვუპასუხებ: ფეხბურთი სპორტია, რომელიც გულშემატკივრებს აერთიანებს“,-აცხადებს ემა.


“ჩემი ახლობლის მამა “ენგურჰესში” ქართველებთან ერთად მუშაობს. მისი შვილები მიდიოდნენ “გემ ფესტზე” და მეც გავყევი. ძალიან ვისიამოვნეთ. იქ მყოფი მუსიკოსების მოსმენა ჩემთვის ბედნიერება იყო. უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვერ დავდებთ… ჩვენებიდან იყვნენ ისეთებიც, ვინც კვირაში ორჯერ მაინც ზუგდიდში გადადის. იქაურობა სავსე იყო პოლიციის თანამშრომლებით. მათ მანქანის დაყენების პრობლემაც კი არ შეჰქმნიათ… ფეხბურთზე ვერ შევძელი ჩამოსვლა, ბილეთზე თადარიგი ვერ დავიჭირე, არადა, მითხრეს, თამაშის წინ სტადიონზე შეგეძლო შეძენა გადამყიდველებისგანო. ვნანობ, რომ არ წავედი… ჩვენ არავის ვღალატობთ, ჩვენ უბრალოდ, ახალგაზრდები ვართ და ჩაკეტილ სივრცეში ვერ ვცხოვრობთ“,-ამბობს ირაკლი, რომელიც “გემ ფესტზე”სოხუმიდან ჩამოვიდა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები “თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებლად, არასწორად მოიქცა”, – აღნიშნა მან. “ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორი ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, “აფხაზური ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა… ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო. არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო”, – განაცხადა ხაშიგმა.

 

კომენტარები: 10
#10   mamuka
      
ციტატა: david
აი რატომ იყო (და არის) მნიშვნელოვანი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლია. აი რატომ იყო მნიშვნელოვანი ლაზიკის პორტის აშენება!!! მაგრამ ვერ შევიდა ეს 54%-ის რეგვენ თავებში და რა გინდა ქნა...

მიტომ აკეთებდა მიშა ანაკლიას, მიტომ აშენებდა ანაკლიასჰი უდიდეს თანამედროვე ქალაქ ანაკლიას, რომ მთელ ჩრდილო კავკასიას დაენახა საქართველოს წინსვლა, რაც რუსეთს საფრთხეს შეუქმნიდა და მიტომ აიძულა პუწინმა ხიხო, რომ დიდძალი ფული დაეხარჯა და მიშა ჩამოგედო
23 ივნისი 2018 03:27
#9  david
      
აი რატომ იყო (და არის) მნიშვნელოვანი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლია. აი რატომ იყო მნიშვნელოვანი ლაზიკის პორტის აშენება!!! მაგრამ ვერ შევიდა ეს 54%-ის რეგვენ თავებში და რა გინდა ქნა...
19 აგვისტო 2015 04:41
#8   davit
      
ეს მსოფლიომ უნდა ნახოს !!!
18 აგვისტო 2015 06:59
#7   მამუკა
      
А сейчас специально переведу ,,на родном языке" для этих особь ,,с квадратными головами' - Хитинба и Хашиги - понятно что у вас понятие раба и вы грешники, но хотя бы для своей молодежи не делайте грех и не обучайте их этого рабство!
18 აგვისტო 2015 03:33
#6   nia
      
ჯიში და გენი არ იკარგება!!!!!!!!!!!!! ქართული სისხლი, მეორე თუ არა, მესამე თაობაში იყივლებს...... ხშირად ჩამოდით ძვირფასებო....მარტო ,,დედა'' ხომ არ უნდა გიყვარდეთ, ,,მამაც'' ხომ უნდა ნახოთ???? იცით რამდენი რამე ექნება სატქმელი აბა ყური დაუგდეთ....ეს ყველაფერი ხრუშჩოვის ბრალია, იმას ეჯავრებოდა სტალინის გამო ქართველები და იმის პოლიტიკამ იმუშავა.... ძაღლი მიაკვდა სულში იმ დამპალს.....სტალინი რომ არ ყოფილიყო და გიტლერს გაემარჯვა ერთი მერე თუ იარსებებდნენ საერთოდ ამ ქვეყანაზე..... პირველ რიგში ხრუშჩოვს მიახვრეტდა იტყოდა ეს ლოთია და უვარგისიო..... ის ხომ მარტო ყველანაირად იდიალურ ადამიანებს ტოვებდა ცოცხლებს....
18 აგვისტო 2015 03:29
#5   მამუკა
      
ირაკლი ხინთბა - შენ დედა გყააავს?!...ჰოდა მო.......!!! love
https://youtu.be/HWd_refIw_4

ინალ ხაშიგი - შე ოთკუთხა თავიანო რუსების მონავ...შენი ოხერი......!!! love ახალგაზრდებს მაინც ნუ უნერგავ შენს მონურ აზროვნებას! love ...
18 აგვისტო 2015 03:14
#4   ramini
      
https://www.facebook.com/ramin.gogokhia/videos/vb.100001931634567/69939581346813
3/?type=2&theater
17 აგვისტო 2015 16:59
#3   ნინო
      
აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს!!!
17 აგვისტო 2015 15:12
#2   ბესიკი ადამია
      
მინდა სწორად გამოგოთ,2011 წლის 29 ოქტომბერს,პარიზში მშვიდობის კედელთან მე მეკავა ბანერი,რომელზეც მშვიდობა მსოფლიოს 21 ენაზე ეწერა,მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზეც,ეს იყო სამშვიდობო გზავნილი მათდამი.ქართულის მარცხნივ აფხაზურ ენაზე წერია,მარჯვნივ კი ოსურ ენაზე! -ბესიკ ადამია ქუთაისიდან
გთავაზობთ სურათის ლინკს ფეისბუქზე-https://www.facebook.com/photo.php?fbid=295565423810193&set=a.16854369
9845700.34720.100000702138006&type=3&theater
17 აგვისტო 2015 13:57
#1   levani
      
ზუსტად ეს არ უნდოდა ენახა აფხაზ– რუს იდეოლოგებს, თუ საქართველო რამდენად წინაა... უბედურებას, რაც არ უნდა მძიმე იყოს , დრო მაინც რაღაცას უხერხებს. აფხაზი იდეოლოგები ამ ომში დამნაშავეებს, მდინარის ერთ ნაპირზე ეძებენ. ქართველებს მისი ცოდვებიც ეყოფად და სკკპ პოლიტბიუროს მასალებშია ნახსენები, როგორ უნდა გადაკიდო ქართველები ოსებს და აფხაზებს.ეეჰ, რამდენი რამაა სათქმელი......
17 აგვისტო 2015 06:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი