ალეკო ელისაშვილი: ივანიშვილმა ხალხი გამომიგზავნა, რატომ ხარ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოო
17-08-2015, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული და მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული.


ამის შესახებ ელისაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.


„მაგალითად, ავიღოთ შპს "ელზუროსთან" დაკავშირებული კორუფციული სქემები. საქმე ის არის, რომ ყაზბეგის პროსპექტის 27 ნომერში, სკოლის გვერდით, იყო სკვერი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაყიდა მიწის ნაკვეთად. შეთანხმებული იყო 9-სართულიანი სახლის აშენება. ხალხთან ერთად იმდენი ვქენით, რომ მერიას ეს გადაწყვეტილება გავაუქმებინეთ და შევთავაზეთ, სანაცვლოდ სხვაგან მიეცა მიწა დეველოპერისთვის. სხვა დროს არ დაგვყოლია ნარმანია ადგილმონაცვლეობაზე, ამ შემთხვევაში კი საიდუმლოდ შედგა ადგილმონაცვლეობის აქტი და პეკინის 23 ნომერში, იქ, სადაც საბავშვო ბაღი და სკვერია, გადაწყდა არა ცხრასართულიანი, არამედ უფრო მაღლივი შენობის აგება. საქმე ის არის, რომ შპს "ელზუროს" უკან დგანან შსს-ს მაღალჩინოსნები, რომელთაგან ზეწოლას განიცდიდა ღარიბაშვილი, ეს უკანასკნელი კი ნარმანიას სთხოვდა, როგორმე "ელზუროს" ინტერესები დაეკმაყოფილებინათ და სადმე, კარგ ადგილზე გამოეყოთ სანაცვლო მიწა. ეს ინფორმაცია კი მაქვს, მაგრამ მტკიცებულებები - არა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატიული საქმიანობის უფლება არ გამაჩნია. მე მაშინვე მივმართე ანტიკორუფციულ სააგენტოს, რათა დაინტერესებულიყო, ვინ იდგა შპს "ელზუროს" უკან, ვისი ზეწოლით მოქმედებდა ნარმანია და რატომ დაამტკიცა საკრებულომ ადგილმონაცვლეობა" - განაცხადა ელისაშვილმა.


მისივე თქმით, კიდევ უამრავი საკითხია, სადაც კორუფციული გარიგებები იკვეთება, მაგრამ ეჭვებს დასაბუთება სჭირდება, საამისო ბერკეტები კი იმ ხალხის ხელშია, ვინც თავად არის კორუმპირებული.


„უამრავ ჩინოსანს მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. ბიძინა ივანიშვილი რომ გაიძახის, ნეპოტიზმი და კორუფცია ჩემი მტრები არიანო, რატომ ისიც არ ახდენს რეაგირებას, მასაც ხომ მივმართე? პირველად ვამბობ თქვენი გაზეთის მეშვეობით: ივანიშვილმა ხალხი გამომიგზავნა, რატომ ხარ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოო, ვუპასუხე რატომაც, მაგრამ მისგან რეაქცია არ მიგრძნია. ესე იგი, ან ინფორმაცია არ მიუტანეს, ან კიდევ მხოლოდ პანორამის ბედი აღელვებს. ბიძინა გიორგობიანზეც სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თამარაშვილის 13 ნომერთან უბრალოდ არ გაუცია ხეების მოჭრის თანხმობა", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   ketevan Imnadze
      
ჩვენი საქმე ასეა – ვაის გავეყარე და უის შევეყარეო...
არასოდეს არ მოვა საქართველოში ჯგუფი, რომელიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის იზრუნებს! მოვლენ მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ მოასწრონ ჭამა, სანამ იქნებიან!
19 აგვისტო 2015 07:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი