სოსო ცინცაძე: ვფლობ დამაჯერებელ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო გუნდში ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის დამკვიდრება ვერ მოახერხა
22-08-2015, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფლობ დამაჯერებელ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის დამკვიდრება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, ოპოზიციური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მაჟორიტართა უმეტესობა შეეჩვია ფეოდალობას და საარჩევნო კოდექსში ამ კუთხით ცვლილებების განხორციელება არ უნდათ.

 

 

როგორც სოსო ცინცაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებული ბოიკოტი სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის მოდერნიზაციისთვის პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. მისი თქმით, სწორედ ეს უმოქმედობა გახდა მიზეზი ასეთი გაერთიანებული პროტესტის, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივცრეში სიახლეა. ” სრულიად ოპოზიციური სივრცე როდესაც ერთიანია, უფრო დიდ ძალას წარმოადგენს ვიდრე მმართველი პოლიტიკური სუბიექტი. ვფლობ დამაჯერებელ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის დამკვიდრება ვერ მოახერხა. როგორც ჩანს მაჟორიტართა მოზრდილი ნაწილი შეეჩვია საკუთარ ფეოდალობას. უამისოდ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი არსებობა ამ ქვეყნად, ეს ყველას არ ეხება”, _ განმარტავს სოსო ცინცაძე.

 

 

 

საარჩევნო რეფორმაზე უარის ერთ-ერთ მიზეზად სოსო ცინცაძე ფინანსებსაც ასახელებს. ”ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და მათ შორის მმართველ გუნდსაც, იზიდავს იმ თანხების არსებობა რაც არის საკუთარ პოლიტიკურ გუნდში და ეს გახლავთ, კონსესუსის მიუღწევლობას რომ იწვევს თავად ქართული ოცნების რიგებში. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოში არ არის. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან ბიზნესმენები. თუ ვინმესთვის კანონმდებლობა არის ბიზნესი, მაშინ მათი ადგილი აღარ უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში”, _ აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, პოლიტოლოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუკი ,,ქართული ოცნება” დისკომფორტის რეჟიმში გადავა.

 

 

 

ghn.ge 

 

კომენტარები: 1
#1   Xachatur Markaryan
      
ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი არის ბიზნესმენი და მას სულ ფეხებზე ჰკიდია ნინოწმინდის მოსახლეობა - ის არის სუფთა ფეოდალი და მისი კლანი მალე დაემშვიდობება ნინოწმინდაში მმართველობას და დაწყნარდება ნინოწმინდის მოსახლეობა ამ კლანურ მმართველობისგან. ეს განუკითხაობა დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. მედროვეები არასოდეს არ ფიქრობდნენ ხალხზე და ამან უნდა იფიქროს ხალხზე? ამიტომაც საქართველო აღმოჩნდა ამ დღეში - როცა ბიზნესმენები აღმოჩნდნენ დეპუტატებად პარლამენტში - ამათ აინტერესებთ თავიანთ ბიზნესი და ინტერესები. ეს უნდა იყოს გაკვეთილი მთავრობისთვის - რომ მომავალ პარლამენტში ასეთი მედროვეები არ აღმოჩნდნენ
22 აგვისტო 2015 11:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი