[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ მთელი კაცობრიობის წინაშე, მტკიცად გამოხატა თავისი ნება - აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.
დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც კონსტიტუციას მოაწერეს ხელი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მსოფლიო ცივილიზებულ ერთა შორის შეიყვანეს.
ეს იყო ისტორიული დღე და ამ დღის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით ვითარდებოდა.
როდესაც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, იმ ძალაზე, რომელმაც გაგვაძლებინა ურთულეს პერიოდებში და ჩვენი ქვეყანა გამოიყვანა ურთულესი ისტორიული კატაკლიზმებიდან, მე ვფიქრობ იმ უნარზე, რომელიც გაგვაჩნია ღირებულებების ირგვლივ გაერთიანების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.