ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
07-10-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6 ოქტომბერს, ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზოგიშის, ტვიშის, ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.



 

 

მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

 

 

 

გუბერნატორმა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც პროექტების დასრულების შემდგომ სოფლის მაცხოვრებლები მიიღებენ.



 

 

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა.

 

 

 

 

როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.



 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზოგიშის, ტვიშის, ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი დაესწრო, რომელმაც ადგილობრივებს დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოთ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი