[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ღარიბაშვილი ფრანგულენოვან FRANCE24 -ზე: ეს არის ტერიტორიების მისაკუთრების ნელი პროცესი (ვიდეო)
13-02-2014, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

   

                                                         

 

ბოლო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოეთის არაერთ წამყვან მედიასაშუალებას მისცა ინტერვიუ, მათ შორის ფრანგულენოვან FRANCE24-საც.

აღნიშნულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქცენტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთს, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოზე ხელისშემშლელი ზემოქმედების ნაკლები ბერკეტები გააჩნია.


ჟურნალისტის კითხვა: თქვენ რატომ აირჩიეთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, როცა ეს უკრაინისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ?

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინათ ვილნიუსში ჩვენ ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ, ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, ისტორიული მომენტი, რადგან ჩვენ ისტორიულად ევროპა ავირჩიეთ და ამდენად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე 20 წელზე მეტია. ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით, როგორც გითხარით, ჩვენ ამ ასოციაციის ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ და ალბათ ამ წელს აგვისტოში ან სექტემბერში უკვე ხელსაც მოვაწერთ. ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამჟამად. მე მინდა ასევე აღვნიშნო რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება ამ ასოცირებას. რამდენიმე კვირის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 85% ეთანხმება ამ ასოცირებას".


ჟურნალისტი: და თქვენ ევროკავშირში შესვლაც გსურთ, თუმცა ეს პროგრამაში არ არის და ევროპელები არ მიიჩნევენ რომ თქვენ ამის მოწოდება გაქვთ.


ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მხოლოდ ეტაპი, პირველი ეტაპი, შემდეგ იქნება მეორე ეტაპი და ასე განვაგრძობთ.


ჟურნალისტი: და თქვენ როგორ ახსნით იმას, რომ მოსკოვმა შეძლო გადაეფიქრებინა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა სომზეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა, რომელმაც ისედავ ვერ მოახერხა ვილნიუსის სამიტზე ხელშეკრულების ხელმოწერა, და თქვენ ასეთმა პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 4, 5 მილიონია, თავისი სეპარატისტული ტერიტორიებით, რაც რა თქმა უნდა პრობლემებს ქმნის, ეს შეძელით. როგორ ფიქრობთ, მოსკოვი არ შეეცადა თქვენთვისაც შეეშალა ხელი?

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ახლავე აგიხსნით რატომაც. უკრაინა ეს სულ სხვა ისტორიაა, ასევე სომხეთიც. საქართველოში რუსეთს არ აქვს ბევრი ბერკეტი რათა მოახდინოს ზეწოლა საქართველოს გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციის საკითხში. მე ასევე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებაც. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ რუსეთისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულები გავხდით...


ჟურნალისტი: თუმცა თქვენ არ აღადგინეთ რუსეთთან დიპლომატიური კავშირები, ეს ურთიერთობები უფრო ეკონომიკურ დონეზეა, არა?


ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, დიპლომატიურ მხარეს რაც შეეხება, ჩვენ გავწყვიტეთ კავშირი და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღარ გვაქვს. თუმცა მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ძალისხმევისა რუსეთის მხრიდან მაინც იგრძნობა ბევრი პროვოკაციული გამოვლინება. მე ვთქვი პროვოკაცია, ანუ მინდა ვთქვა რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ განაგრძეს მავთულხლართების გაბმა. ეს ჩვენი ტერიტორიებია, მათ ეს გააკეთეს 45 კილომეტრზე. ხედავთ? ეს გააკეთეს 2013 წელს და ამდენად...


ჟურნალისტი: თქვენ ახსენეთ პროვოკაცია. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, აფხაზეთში მათ საზღვრები გადასწიეს ტერიტორიის შიგნით 11 კილომეტრზე.


ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ეს იყო 2 კვირის წინათ, თუმცა მათ თქვეს, რომ ეს დროებითია, მაგრამ არავინ იცის, ეს დროებითია თუ მუდმივი.


ჟურნალისტი: თქვენ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ეს არის ტერიტორიების მისაკუთრების ნელი პროცესი?


ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ეს ასეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი