ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში
02-09-2015, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.


ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ოქტომბერში თბილისში ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც იქნება ახალი ურთიერთობების და თანამშორმლობის განვითარების დასაწყისი. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს წარმოაჩენს როგორც ქვეყანას, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის ჰაბი.


გარდა ამისა, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორცილების შედეგად თურქეთის გავლით გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები შესაბამის ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო რეიტინგებში.


"მოგეხსენებათ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მთელ მსოფლიოში მე-15 ადგილზე გახლავთ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის იკავებს პირველ ადგილს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს. ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 22-ე ადგილზე მსოფლიოში, ხოლო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოში კორუფციის არარსებობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი - 22-ე პოზიცია მთელ მსოფლიოში, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი