"პუტინი მას აუცილებლად შესვამს თეთრ ცხენზე და ქვეყანაში, როგორც უკანასკნელ იმედს, ისე შემოიყვანს"
02-09-2015, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.


მისივე ინფორმაციით, ლევან ვასაძე ვლადიმერ პუტინის პროექტია და მან სპეციალურად შეარჩია ზღაპრული რაინდის იმიჯის მქონე პიროვნება. „ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. ეს სამზადისი მან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს პერსონა პოპულისტური განცხადებებით, მოდური მანევრებით, ჰეროიკული გამოხტომებით, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით, წლების მანძილზე ცდილობს საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვებას. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ. პირველი ასეთი – ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ, მეორე ბიძინა ვანიშვილია, მესამე კი, როგორც უკვე ვთქვი – ლევან ვასაძე. მას პუტინი აუცილებლად შესვამს თეთრ ცხენზე და ქვეყანაში, როგორც უკანასკნელ იმედს, ისე შემოიყვანს, ეს ადამიანი ისე კითხულობს ლექსს: „ჰეი, თქვენ არაგველებო“, რომ ქვის გული უნდა გქონდეს, რომ არ აგეტიროს. ასეთი ზღაპრული იმიჯის მქონე რაინდი პუტინმა სპეციალურად შეარჩია“, – ამბობს გოცირიძე „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები: 1
#1   ეთერი შავგულიძე
      
ნათქვამია:ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს-ო! ნუთუ ჩვენ სულელებიც კი არ ვართ,რომ საკთარმა შეცდომებმა ვერაფერი შეგვაგნებინა.ნუთუ ვერ დავრწმუნდით,რომ რუსეთში 90-იან წლებში გამდიდრებული ქართველები კერპებად არ უნდა გავიხადოთ?! ეს ზოგადად ყველა მათგანს ეხება პიროვნული სიმპატიის მიუხედავად.დაე,იყვნენ ქველმოქმედნი, მეცენატები,სპონსორები...
4 სექტემბერი 2015 01:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი