ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ 15 სექტემბრისთვის, სრულად კი თვის ბოლოს გაიხსნება
02-09-2015, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზა ნაწილობრივ 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.


"კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება თამარაშვილიდან გამომავალი გზა, რომელიც პოლიციის შენობის გავლით ერთი მხრივ ვაკეს, მეორე მხრივ კი, საბურთალოს დაუკავშირდება, ამ დროისთვის ასევე გაიხსნება გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის ერთი მხარე, რომელზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ნარმანიამ.


რაც შეეხება აღნიშნული გზის მეორე მხარეს, თბილისის მერის განმარტებით, მის აღდგენას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.


"პროექტი შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რაიმე სახის ჩამორჩენა არ გვაქვს. ინტენსიური სამუშაოები როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი