თბილისის ვიცე-მერის პოსტს ლაშა აბაშიძე დაიკავებს
02-09-2015, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ვიცე-მერის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა. ლაშა აბაშიძე ვაკის გამგებლის პოსტს 2015 წლის 12 მარტიდან იკავებდა, მანამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

 

"ლაშა აბაშიძეს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის ლაშა განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი საქმიანობით ბოლო პერიოდში. მის გამგებლობის პერიოდს უკავშირდება არაერთი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტი ვაკის რაიონში. მისი გამგებლობის პერიოდში მოხდა სამწუხაროდ 13 ივნისის სტიქია, ამიტომ მას უწევდა სამთავრობო გუნდთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ძალიან აქტიური მუშაობა, რათა გვერდში დავდგომოდით თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს",- აღნიშნა ნარმანიამ.


მისივე თქმით, ლაშა აბაშიძე ახლაც აქტიურად არის ჩართული შესაბამის სალიკვიდაციო მოქმედებებში და უკვე ვიცე-მერის რანგში აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხებზე მუშაობას.  ნარმანიას ინფორმაციით, ლაშა აბაშიძის კანდიდატურა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.


თბილისის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური პირველი სექტემბრის შემდეგ არის, რაც პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი