"ეს სინაგოგა აღადგინა თქვენმა მეგობარმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა" - ირაკლი ღარიბაშვილმა ონში ებრაელებს მიმართა
02-09-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


"ეს სინაგოგა აღადგინა თქვენმა მეგობარმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომელიც არის გამორჩეული მეგობარი ებრაელი ხალხის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაძლიერდა ჩვენს შორის 26 საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ისრაელში და მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს აქ შეკრებილებს მოგვეცა საშუალება ერთად ვიზეიმოთ ონის სინაგოგის 120 წლისთავი", - აღნიშნა პრემიერმა.


სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს მიმართა.


"ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველებისა და ებრაელების ძმობის, ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობის. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს ქართველ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ ცხოვრობდნენ ონში და დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს. აქ იმყოფებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. ონის სინაგოგა აშენდა 120 წლის წინ ქართველების და ებრაელების ხელით. მივესალმები ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს. თქვენთვის საქართველო მეორე სამშობლოა, თქვენ აქ ხართ სტუმრებიც და მასპინძლებიც. ამიტომ, მთელი სიყვარულით და პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ გაძლიერებას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობას და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ონის სინაგოგის რესტავრაციისთვის. მისი განცხადებით, საქართველოში მდებარე ყველა სინაგოგის, მათ შორის 120 წლიანი ონის სინაგოგის აღდგენა–რესტავრაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.


იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება დღეს სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სიდიდითა და სილამაზით გამორჩეული ონის სინაგოგა მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და იგი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის ერთ–ერთი სიმბოლოა. ონის სინაგოგის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ფონდმა "ქართუმ" განახორციელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი