თსუ-მ მსოფლიოს 24 ათასამდე უნივერსიტეტს შორის 2006-დან 830-ე, ევროპის უნივერსიტეტებს შორის კი 714-დან 349-ე ადგილზე გადაინაცვლა
07-09-2015, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია  მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა. თსუ კავკასიის რეგიონშიც ლიდერია. ამის სესახებ ინფორმაციას თსუ-ს ვებგვერდი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ახალი რანჟირებით, თსუ-მ მსოფლიოს 24 ათასამდე უნივერსიტეტს შორის 2006-დან 830-ე ადგილზე, ევროპის უნივერსიტეტებს შორის 714-დან 349-ე ადგილზე გადაინაცვლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.


2015 წლის მარტის მონაცემებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რანჟირებისას, ტექნიკური თვალსაზრისით არ იქნა გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდებზე არსებული მაჩვენებლები. ISET-ისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემები, ამ ხარვეზის გასწორების შემდეგ თსუ-ს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.



www.webometrics.info - ს რანჟირებით, კავკასიის რეგიონიდან სომხეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ 2628-ე ადგილს, აზერბაიჯანის საუკეთესო უნივერსიტეტი კი 6405-ე ადგილს იკავებს.



მსოფლიო უნივერსიტეტების ვებრანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაცია Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIS)-ის ლაბორატორიის Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება. ორგანიზაცია ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. უნივერსიტეტების რაჟირებისას ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ვებგვერდებიდან მინიშნების მაჩვენებელს (Google, Yahoo, Live Search, Exalead), უნივერსიტეტის ვებგვერდის შიგა გვერდების რაოდენობას, მასზე სრულყოფილი ტექსტების რაოდენობას, ვებგვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობას.



კვლევაში საქართველოს 64 უნივერსიტეტია ჩართული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი