ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო მოცულობით 85 მილიონი დოლარის საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
07-09-2015, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.


"პირველად საქართველოში შენდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო. საწარმოში მაღალტექნოლოგიური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები აქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Boeing-ი, Bombardier-ი, Sukhoi, Airbus-ი. საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მთლიანად გავა ექსპორტზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems-ის პარტნიორობით.


"ELBIT SYSTEMS-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი.


ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი მაჰლი დღეს ჩვენთანაა, ასეთმა მნიშვნელოვანმა კომპანიამ გამოგვიცხადა ნდობა და ასეთი მოცულობის ინვესტიციას დებს საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია.


"საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2017 წლისათვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ფონდის - საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ფონდს სოლიდური თანამონაწილეობა აქვს ამ პროექტში, რომელშიც იგი 40 მილიონი დოლარით შედის.


საპარტნიორო ფონდი მუშაობს კიდევ 15 პროექტზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა ორ მილიარდ აშშ დოლარამდეა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი დონის პროექტის დაწყება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს, ინვესტორებს და ნაყოფიერად მუშაობს ყველასთან, ვისთან თანამშრომლობასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აქ დასაქმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ", - აღნიშნა პრემიერმა.


ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ კომპანიას პრობლემები უსამართლოდ შეექმნა რისთვისაც კომპენსაციის გადახდაც მოუწია.


"ის რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი. მე ვიცი, რომ საააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი